2020 წლის საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ
2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენმა პარტიამ 3,094,880.47 ლარის ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსება მივიღეთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ ეს ფული ორი განსხვავებული გზით ჩვენ ჯედერებსა და მხარდამჭერებს დავუბრუნეთ.
აქედან:
- 704013 - პირველი და მეორე „ტესლას გათამაშება“;
- 87 261 - ჯარიმები, წინა პერიოდის ყადაღა და დოლარის კონვერტაცია
- 2 303 607 - ჯედერებზე გადანაწილდა, მათ შორის:
- 253 ჯედერმა, 1,572,437 პარტიას შეწირა ეს ფული და სანაცვლოდ ჯედები დაერიცხა
- 108 ჯედერმა 368 054 ლარი გაიტანა
- ჯედერების დიდმა ნაწილმა გადაწყვეტილება არ მიიღო, თუმცა უმეტესწილად ეს მცირე ჯედების მქონე ხალხია და მათზე ჯამში 363 116 ლარი მოდის.
ამ ჯედერებს (გარდა უკვე რამდენჯერმე გაგზავნილი სმს-ისა) დამატებით მივწერთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და თუ მათგან 3 თვის მანძილზე არანაირ პასუხს არ მივიღებთ, ჩავთვლით, რომ მათ უარი განაცხადეს ამ ფულზე.
რაც შეეხება ახალ საბიუჯეტო დაფინანსებას, ის ჯერ არ დაირიცხა. თან უცნობია, აპირებენ თუ არა სხვა პარტიები ამ ფულის მიღებას (ჯერ, რამდენადაც ვიცი, არავის უთქვამს უარი). თუ არაფერი შეიცვლება, პირველი თანხა იანვრის მეორე ნახევარში დაირიცხება და ჯედებზე განაწილება სამ თვეში, ანუ აპრილში მოხდება.
მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად შეიცვლება დარიცხვის წესი. თუ ადრე დაფინანსება უშუალოდ ჯედზე იყო მიბმული (რამაც ძალიან რთული და გაუგებარი ბუღალტერია გააჩინა), ახლა ის ადამიანს მიებმევა. კონკრეტულად, თუ მე მქონდა ჯედი, ფული არ გავანაწილე და მერე ეს ჯედი სხვას მივყიდე, გაუნაწილებელი ფულის ბედს უკვე ახალი მფლობელი წყვეტდა. თუმცა ეს უზომოდ ართულებდა ჩვენ შიდა ბუღალტერიას, ამიტომ ამიერიდან ფული დაერიცხება უშუალოდ ადამიანებს, ჯედების პროპორციულად. ხოლო, თუ ადამიანი, დამატებითი შეტყობინების გაგზავნიდან 1 წლის მანძილზე არანაირი გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს ფული პარტიისთვის დატოვებულ ფულად ჩაითვლება.