logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

საქართველოს დაბადება

ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია. თუ ისტორია არ იცი ან დამახინჯებულად იცი, მოვლენებიდან არასწორი დასკვნები გამოგაქვს.

იმისთვის, რომ განვჭვრიტოთ მომავალი და მოვემზადოთ ხვალინდელი დღისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა მოხდა გუშინ, როგორ მოვიქეცით და რა შედეგი მოგვიტანა წარსულში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა. მარტივად, წარსულის ცოდნა აწმყოში მეტი ფიქრის და მომავალში ნაკლები შეცდომის დაშვების საშუალებაა.

„საქართველოს დაბადებას“ ბევრი მიზანი აქვს, მათ შორის, გავიგოთ, როგორ და რა ღირებულებათა საფუძველზე შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველო; რა ამოძრავებდათ წარსულში გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს და რა ინფორმაციის და ცოდნის საფუძველზე აკეთებდნენ ამას.

ვცდილობთ, გარდა იმისა, რომ თავად გამოვიტანოთ დასკვნები, ასევე მოვისმინოთ წარსული მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ადამიანების ვერსიები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაზე, გავარკვიოთ, თუ რა ხდებოდა გუშინ, რათა უკეთ გავაანალიზოთ გუშინწინდელი ამბებიც. ყოველივე ეს კი საშუალებას მისცემს ადამიანებს სხვადასხვა რაკურსით დაინახონ ეპოქა, რომელშიც თავად ან მათი ოჯახის წევრებს მოუწიათ ცხოვრება.

ჩემთვის, როგორც ავტორისათვის, გადაცემის შექმნის მთავარი მიზანი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება იყო, მაინტერესებდა და დღესაც მაინტერესებს პასუხები კითხვებზე:

- რა ხდებოდა გუშინ ამ ქვეყანაში?

- როგორი იყო კომუნისტურ სამყაროში ცხოვრება?

- როგორ მივედით დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე?

- როგორ გვესმოდა და გვესმის დამოუკიდებლობა?

- რისი მოლოდინი გვქონდა?

- რა შეცდომები დავუშვით?

- დღესაც ხომ არ ვუშვებთ იმავე შეცდომებს?

და რაც მთავარია, ადამიანები მაინტერესებს — პერსონაჟები, მათი სტიმულები და ქმედებათა მოტივები, მათი ხასიათის ზეგავლენა ქმედებებზე, რა მოხდებოდა სხვანაირად რომ მოქცეულიყვნენ? დღეს როგორ ხედავენ საკუთარ თავს წარსულში? რას ფიქრობენ სხვა პერსონაჟებზე?

ამის ცოდნა პროფესიულადაც მევალება.

გადაცემა საგანმანათლებლო შინაარსისაა, მე უარს ვამბობ მის ყველა საავტორო ქონებრივ უფლებაზე და თანახმა ვარ, ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა თავისუფლად გამოიყენოს ის.

გადაცემის სპონსორი ახლა გირჩია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ფინანსურად გირჩისგანაც დამოუკიდებელი იყოს.

ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება მონაწილეობა მიიღოთ პროექტის განხორციელებაში და იმავდროულად, დემეხმაროთ გადაცემის ხარისხის ყოველდღიურ ზრდაში, შეგიძლიათ გახდეთ გადაცემის პარტნიორები ან სპონსორები.

გადაცემის ფორმატი

„საქართველოს დაბადება“ ისტორიული პერსონაჟების მიერ მოყოლილი ამბების კრებულია, სადაც სტუმრები საკუთარი თვალით ნანახ და განცდილ ისტორიებს ჰყვებიან.

ეს ისტორიები სუბიექტურია, ხშირ შემთხვევაში, შელამაზებულიც კი, მაგრამ მჯერა, რომ ერთობლიობაში გადაცემათა ციკლი საერთო სურათის შექმნაში დაეხმარება დაინტერესებულ მსმენელს.

გადაცემის სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა გარემოებათა გამო აღმოჩნდნენ „საქართველოს დაბადების“ პროცესის მონაწილეები — პოლიტიკოსები, არტისტები, სპორტსმენები, ძალოვანი უწყებისა და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლები, და ასევე ის ხალხი, რომელიც საკუთარ პროფესიაში ქმნიდა ისტორიას.

ჩემი, როგორც გადაცემის წამყვანის მთავარი ამოცანაა, სტუმრისთვის შევქმნა კომფორტული გარემო, წავახალისო გულახდილობა და დავსვა მხოლოდ ის კითხვები, რომლებიც გულწრფელად მაინტერესებს.

58114.61

დაფინანსება

223

დამფინანსებელი

დააფინანსე

გიორგი ლევიძე

ბოლო დონორი

1 დღის წინ

ავტორი

იაგო ხვიჩია

პოლიტიკოსი