არჩევითი შერიფები
რატომ ეს პროექტი?
გვინდა ცენტრალიზებული პოლიცია დაიშალოს და წესრიგზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობის მოსაგვარებელი საკითხი.
პროექტის მიზანი
რაიონული პოლიციის უფროსები დანიშნოს არა შინაგან საქმეთა მინისტრმა, არამედ აირჩიონ ადგილობრივმა ამომრჩევლებმა.
რა უნდა გაკეთდეს
რაიონის პოლიციის უფროსი გახდეს ადგილობრივი არჩევითი თანამდებობა.
შედეგი
პოლიციის უფროსი ანგარიშვალდებული გახდება ხალხთან, რაც ნიშნავს რომ პოლიციის პოლიტიკური მიზნებით ცენტრალიზებულად გამოყენება შეუძლებელი იქნება;
შეუძლებელი გახდება არაჰუმანური ან არაადამიანური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის მარტივად აღსრულება რეალურ ცხოვრებაში.