logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

სათათბირო

პოლიტიკოსები

ჰერმან საბო

სათათბიროს წევრი

გირჩის პოლიტიკოსი გახლავართ. შექმნის დღიდან ამ პარტიის წევრი და გულშემატკივარი.

აქტივობის მიზანი: ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მაინტერესებს, რა შედეგს გამოიღებს რეალობაში ის იდეები, რომლებიც მართებული მგონია. ასევე, გირჩზე კარგი იარაღი საკუთარი თავისუფლების დასაცავად ჯერ არ შემხვედრია.

ვახტანგ მეგრელიშვილი

სათათბიროს წევრი

ვახო მეგრელიშვილი, პოლიტიკოსი

ბუნებით ენტერპრენერი ვარ, მხოლოდ იმ საქმეს ვკიდებ ხელს, რომლის იდეის მჯერა და მაინტერესებს. მე მჯერა, რომ უმრავლესობის წარმოდგენა ადამიანის, საზოგადოების და სამყაროს შესახებ არ შეესაბამება რეალობას და ამ აცდენიდან მომდინარეობს ჩვენი პრობლემების უდიდესი ნაწილი.

აქტივობის მიზანი: არ ვიცი, რა შედეგს გამოიღებს ქართველი ხალხისათვის თავისუფლების იდეა, მაგრამ ჩემს ვალდებულებად ამ იდეების ადეკვატურად გავრცელება მიმაჩნია. სწორედ ამიტომ ბოლო შვიდი წელია ვაკვირდები და ვსწავლობ პოლიტიკოსის პროფესიას, ვმუშაობ პოლიტიკური ორგანიზაციის ახალი შინაარსის და ფორმების მოძებნასა და შექმნაზე.

იაგო ხვიჩია

სათათბიროს წევრი

დავიბადე 1982 წელს მარტვილის რაიონში, 2004 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ერთ ათწლეულზე მეტი ვიმუშავე ამ სპაციალობით სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში.

2015 წლიდან, მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ჩემი პროფესია ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა, გადავწყვიტე პოლიტიკაში წავსულიყავი და ამ პოზიციიდან მეცადა რაიმე შემეცვალა ჩემს პროფესიაში.

აქტივობის მიზანი: საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა და მის ნაცვლად ახალი ადამიანური სისტემის აწყობა.

ჰობი: ისტორია, ფეხბურთი.

სანდრო რაქვიაშვილი

სათათბიროს წევრი

პარლამენტის წევრი, ეკონომისტი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. სრულად

აბესალომ დაბახიშვილი

სათათბიროს წევრი

ტელე-კინო რეჟისორი. 15 წელია გერმანიაში ვცხოვრობ, სადაც მედია ხელოვნების უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე. ამჟამად ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო მუშაკი გახლავართ.

აქტივობის მიზანი: არ მინდა ისე მოვკვდე, ლიბერალურ საქართველოს რომ ვერ მოვესწრო.

პარტნიორები

გიორგი ახობაძე

სათათბიროს წევრი

2002 წლიდან ამერიკაში ვცხოვრობ. სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიის მფლობელი (CEO) ვარ.

აქტივობის მიზანი: კლასიკური ლიბერალიზმის იდეოლოგია. კერძოდ, რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო და მეტი ადამიანი/ინდივიდი. მჯერა იმის, რომ ინდივიდის ინტერესი უპირატესია.

ირაკლი ჭიღვარია

სათათბიროს წევრი

ქობულეთიდან ვარ, იქ დავამთავრე რუსული სკოლა. თბილისში ჩავაბარე რათქმაუნდა "გეპეიში", როკ მუსიკის მოყვარული ვარ, ვეცნობი თავისუფლების მოყვარულ ხალხს, მუსიკოსებს.

ჩემი სპეციალობა ელექტრონიკაა და ყველაზე მეტად მიყვარს კირხოფის პირველი კანონი: `კირხოფის დენის კანონი გვეუბნება, რომ კვანძში შემავალი დენების ჯამი ტოლია გამომავალი დენების ჯამისა.`

საბჭოთა სკოლაში ვსწავლობდი, ვიყავი ნორჩი კომუნისტი (კომკავშირელი) და უკვე ანტისაბჭოთა პროპაგანდით გაფუჭებული, ვუსმენდი რადიოთავისუფლებას და BBC-ს რუსულ სამსახურს რაც არალეგალური იყო. ამ დროს 1989 წელია, თბილისში მიტინგებია და მოდის 9 აპრილი. ვამთავრებ სკოლას, იწყება სამოქალაქო ომი და მე ვხდები ГПИ-ს სტუდენდი. ვბრუნდები ქობულეთში, გაჭირვების და უიმედობის წლებია, ედიკას და ბაბუს დროა. ვიწყებ სამსახურს, იცვლება ხელისუფლებები, ცხოვრება ლაგდება. ასე ვცხოვრობ ბოლო 20 წელი, ვარ ტექნიკოსი, მყავს მეუღლე და ორი შვილი.

კახა ბენდუქიძის ჩამოსვლა საქართველოში და მისი მოღვაწეობა, ხედვები, დამაყენა გზაზე და 2018 წლიდან ვარ გირჩის მამაო, 2020 წლიდან კი გირჩის სათათბიროს წევრი.

უჩა ბარბაქაძე

სათათბიროს წევრი

დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დავამთავრე თსუ, ამჟამად ამერიკაში ვცხოვრობ.

აქტივობის მიზანი: თავისუფლების „კეთება“. ჩემი ხედვით, „გირჩი“ ქართულ რეალობაში ნაშობი ამერიკული ხედვის მქონე პოლიტიკური მოვლენაა.

ზურა ბუხნიკაშვილი

სათათბიროს წევრი

ვცხოვრობ თბილისში, IT სფეროში ვსაქმიანობ.

აქტივობის მიზანი: უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. მგონია, რომ ყველაზე მეტად ამ მიზანს „გირჩი“ ემსახურება.

ლუკა ცისკარიშვილი

სათათბიროს წევრი

ვცხოვრობ ზემო ალვანში, სამსახურს თავი დავანებე და პროგრამირებას ვსწავლობ.

აქტივობის მიზანი: ისეთი წესრიგის მიღება, რომელშიც ცხოვრება უფრო უსაფრთხო იქნება. „გირჩი“ ის პარტიაა, რომელიც ამ მიზნის განსახორციელებლად მჭირდება.

დავით ფანჯაკიძე

სათათბიროს წევრი

გირჩელები გავიცანი 2018 წელს გირჩის სკოლის პროექტთან დაკავშირებით, რამდენიმე შეხვედრისა და საუბრის შემდეგ დავინტერესდი გირჩის პოლიტიკური პლატფორმით, ბევრი მოსმენისა და გარჩევებში მონაწილეობის შემდგომ გავხდი გირჩის როგორც ფინანსური მხარდამჭერი, ასევი რამდენჯერმე სათათბიროს წევრი. მაინტერესებს ლობიზმის დანერგვა და განვითარება, დიდი პროვატიზაცია და სწრაფი გამდიდრება, განათლების გათავისუფლება და მულტისავალუტო რეჟიმი. იდეოლოგია რომელიც იგება ადამიანის თავისუფლებაზე არის ყველაზე ქრისტიანული და მორალურად მდგრადი. მწამს მხოლოდ ადამიანების ტვინებში რევოლუციის, რის შედეგადაც განხორციელებული ცვლილებები ფუნდამენტური და გრძელვადიანად წარმატებულია. ვაღიარებ გირჩის კონსტიტუციას და ასევე ვარ მისი თანაავტორი. საუბარი ყველაზე ძლიერი იარაღია, რა მიზნითაც ვცდილობ ვიყო მეტ-ნაკლებად აქტიური საკითხების გარჩევისას თუ საჯარო დისკუსიებისას. მხარს ვუჭერ მერიტოკრატიას. ვარ ერთ-ერთი მსხვილი ჯედერიც.

ტარიელ (ტატო) ჯახია

სათათბიროს წევრი

ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აქტივობის მიზანი: თავისუფლება - ეს არის მიზანიც, მიზეზიც და ზოგადად, წარმატების საფუძველი. მინდა, ჩემი თვალით დანახული „გირჩი“ დავანახვო სხვებსაც.

ლაშა ხვიჩია

სათათბიროს წევრი

ცხოვრობ თბილისში. ბიზნესის სფეროში ვსაქმიანობ, კერძოდ შპს. წიგნის ფაბრიკისა და შპს. პრინტ ფაბრიკის დამფუძვნებელი ვარ.

აქტივობის მიზანი: პიროვნული, ეკონომიკური და სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა, ვფიქრობ, „გირჩი“ ამ იდეებს სწორად გამოხატავს.

მალხაზ ჭანია

სათათბიროს წევრი

20 წელია ამერიკაში ვცხოვრობ. უძრავი ქონების სფეროში ინვესტორი და რეალტორი ვარ.

აქტივობის მიზანი: ჯედების სისტემის, როგორც საქართველოში მეტი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდზე დგომის უნიკალური და უპრეცედენტო საშუალების პოპულარიზაცია ემიგრაციაში.