logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

ინტელექტუალურ საკუთრებაზე

ნაწილი 1.

ინტელექტუალური საკუთრება იურიდიული ფიქციაა, რომელსაც უშუალოდ საკუთრების უფლებასთანკავშირი არ გააჩნია და პირიქით, საკუთრების უფლების შესაზღუდად შეიქმნა.

ინტელექტუალური საკუთრების არსში უკეთ რომ გავერკვეთ, მცირე ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ.

მიუხედავად იმისა, რომ პლაგიატისა თუ პატენტების ცნება საუკუნეებია რაც არსებობს, ხოლოინტელექტუალური საკუთრების დაცვის კანონი აშშ-ში ჯერ კიდევ 1909 წელს მიიღეს, ინტელექტუალურისაკუთრება, მისი დღევანდელი ფორმით, XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. ყველაფერი კიერთი შეხედვით უმნიშვნელო, სულ სხვა სფეროში მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო.

ადრე, კინოთეატრში წასვლა ისეთივე სერიოზული ამბავი იყო, როგორც კლასიკური, დრამატული თეატრისსპექტაკლზე სიარული. სოლიდურად ჩაცმული ზრდასრული ადამიანები მორიგი ხელოვნების ნიმუშისსანახავად მიდიოდნენ. კინოინდუსტრიაც თანამედროვე თეატრს უფრო გავდა - თითოეულ კინოსტუდიასთავისი კინოთეატრების ქსელი ქონდა სადაც მხოლოდ თავის ფილმებს აჩვენებდა. მაგალითად, Warner brothers-ს ჰქონდა თავისი ქსელი Warner Theatre.

ეკონომიკაში არის ასეთი ცნება: ვერტიკალურად ინტეგრირებული მონოპოლია. ეს არის ისეთი ბიზნესი, რომელიც თავად ფლობს პროდუქტის წარმოების და მიწოდების მთელ ციკლს, დაწყებული რესურსებისმოპოვებით, დამთავრებული საცალო გაყიდვებით. ჩვენი მიზნებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, თურატომ, მაგრამ ისტორიის რაღაც პერიოდში ანტიმონოპოლიური სააგენტოები ასეთი ტიპის კომპანიებსებრძოდნენ და ითხოვდნენ მათ დაცალკევებას.

ზუსტად ასეთი ტიპის კომპანიები თამაშობდნენ წამყვან როლს აშშ-ს კინოინდუსტრიაში 1948 წლამდე: ისინი აკონტროლებდნენ მსახიობებს (რომლებიც ისე იყვნენ კინოსტუდიაზე მიბმული, როგორც ახლაკონკრეტულ თეატრში მომუშავე მსახიობები), ფილმების წარმოებასა და ამ ფილმების მაყურებლისთვისმიწოდების პროცესს. ამ გარემოების გათვალისწინებით, აშშ-ის ანტიმონოპოლიური სააგენტომდაავალდებულა კინოსტუდიები, რომ ისინი კინოთეატრების ბიზნესიდან გამოსულიყვნენ. საბოლოოდსიტყვა ამ საქმეში აშშ-ის უზენასმა სასამართლომ თქვა, რომელმაც 1948 წელს ანტიმონოპოლიურისააგენტოს მხარი დაიჭირა. ასე დაიწყო თანამედროვე კინოინდუსტრიის ისტორია.

კინოსტუდიების და კინოთეატრების განცალკევებამ მალევე შეცვალა მათი ბიზნეს მოდელი. მაგალითად, ჯერ კიდევ ამ საბედისწერო გადაწყვეტილებამდე, კინოთეატრები მიხვდნენ, რომ პოპ-კორნის დაკოკა-კოლას გაყიდვა ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ბილეთების გაყიდვა, ამიტომ თანამედროვეკინოთეატრის ბიზნესი ფილმების ჩვენება კი არა, არამედ პოპ-კორნის გაყიდვაა. თუმცა სანამკინოთეატრები კინოსტუდიებზე იყო ჩამოკიდებული, მათ რეპერტუარს კინოსტუდიები აყალიბებდნენ. გაყოფის შემდეგ კი უკვე კინოთეატრებს შეეძლოთ ამა თუ იმ ფილმზე მოთხოვნის წაყენება, ხოლო რადგანკინოთეატრი იმ ადგილად გადაიქცა, სადაც პოპ-კორნი კარგად იჭმევა, დამოუკიდებელმა კინოთეატრებმაცისეთ ფილმებზე შექმნეს მოთხოვნა, რომელიც პოპ-კორნის ჭამას უწყობს ხელს და მომხიბვლელია იმადამიანთა ჯგუფისთვის, რომელიც უფრო მეტ პოპ-კორნს ჭამს. ამიტომაა, რომ იმ მცირე რაოდენობისკინოთეატრებში, რომლებშიც ხელოვნებაზე პრეტენზიის მქონე ფილმებს აჩვენებენ, პოპ-კორნის ჭამამიღებულია არაა.

თუმცა ეს ჩვენი ისტორიისთვის უმნიშვნელოა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოსგადაწყვეტილებით გამოწვეული ერთი ტექნიკური პრობლემა. თუ რომელიმე კინოთეატრი კინოსტუდიისგანფილმს იყიდის, მას უჩნდება მოტივი ეს ფილმი სხვა კინოთეატრზე გადაყიდოს უფრო იაფად. იმის გამო, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმები გარკვეულწილად უკვე არსებობდა, ხოლოფილმების კოპირება არც ისე მარტივი საქმე იყო, 1948 წელს, ეს ტექნიკური პრობლემა ჯერ კიდევ არ იყოკრიტიკული. თან ჰოლივუდს იმ პერიოდში ტელევიზიის სწრაფი განვითარება უფრო აღელვებდა. თუმცასაერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიისას და ტექნოლოგიების განვითარების შედეგად კოპირება სულ უფროდა უფრო მეტ რისკებს ბადებდა. თუ ადრე, სხვა ბიზნეს-მოდელის პირობებში, ეს პრობლემა უბრალოდ არარსებობდა და ვერც იარსებებდა, ახლა, გარემოების ცვლილების შედეგად, მთელი ჰოლივუდი გაკოტრებისპირას შეიძლება აღმოჩენილიყო.

ცხადია, ეს ყველაფერი ანტიმონოპოლიური სააგენტოს გადაწყვეტილების გამო დაიწყო, მაგრამბიუროკრატიამ არ იცის შეცდომების აღიარება და იმის ნაცვლად, რომ პირველი გადაწყვეტილებაგაუქმებულიყო, ჰოლივუდის ლობისტების და აშშ-ის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით „ფილმებისკოპირების აკრძალვა“ თანდათანობით მკაცრდებოდა და საერთაშორისო დონეზეც გადიოდა. სხვასიტყვებით რომ ვთქვათ, კინოთეატრებს (და შემდეგომ რიგით მომხმარებლებსაც) მათ საკუთრებაშიარსებული ნივთების (მაგნიტური ლენტის, ფირის) გამოყენების შეზღუდვები უწესდებოდა. რადგან ეს კერძოსაკუთრების შეზღუდვას წარმოადგენდა, ეს კი აშშ-ში არც ისე მარტივი საქმეა, საჭირო იყო ამ ახალირეგულაციის ლამაზად გაფორმება. როგორც ყოველთვის, ბოროტებას სახელად ამ ბოროტების საპირისპიროსახელი დაარქვეს: ის, რაც საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენდა, „საკუთრებად“ მოინათლა, რომელსაც მეტი დამაჯერებლობისთვის „ინტელექტუალური“ მიაწერეს წინ.

სხვა სიტყვებით, არსებობდა რაღაც ტიპის მომსახურება - სპექტაკლი, რომლის ტირაჟირება მარტივია. ამსერვისის მიმწოდებლებმა მოიგონეს, თუ როგორ მოახდინონ თავიანთი სერვისის ტირაჟირების პრევენცია. ამისთვის მსახიობები მხოლოდ კონკრეტული კინოსტუდიის ფილმებში იღებდნენ მონაწილეობას, ფილმებსკი კინოსტუდიის საკუთრებაში მყოფ კინოდარბაზებში აჩვენებდნენ. ეკრანიდან ვიდეოკამერაზე ფილმისგადაღება, არც ახლა არის მარტივი (შედეგიც, გარდაუვლად, ცუდი გამოდის), მაშინ კი ასეთი ტექნოლოგიაუბრალოდ არ არსებობდა. ხოლო კინოსტუდიის საკუთრებაში მყოფ კინოთეატრს ფილმების სხვისთვისმიცემის სურვილი ცხადია არც გაუჩნდება. თუმცა, ეს ნორმალურად აწყობილი და წარმატებული ბიზნესი, ბიუროკრატიის ხუშტურის გამო, განადგურების წინ აღმოჩნდა. ამის თავიდან ასარიდებლად კი ახალირეგულაციები შემოიღეს და შენი ნივთის კოპირება აკრძალული გახადეს.

ეს ისტორია მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ კინოინდუსტრიაინტელექტუალური საკუთრების გარეშე ვერ განვითარდება. პირიქით! მშვენივრადაც, განვითარდება. ვითარდებოდა კიდეც, ასე შეიქმნა და წარმატებას მიაღწია, უბრალოდ, ეს სხვა სახის ბიზნესი იყო. ხოლო, იმ ადამიანებს, ვინც ისტორია არ იცის, არ შეუძლიათ წარმოუდგინონ, თუ როგორ შეიძლება კინოინდუსტრიაფუნქციონირებდეს „ინტელექტუალური საკუთრების“ გარეშე.

იგივე სხვა ინდუსტრიებზეც შეიძლება ითქვას. მაგალითად, მუსიკალური ინდუსტრია ადრე საერთოდ არგავდა მის თანამედროვე ვერსიას. მაშინ მომღერლები ფულს პირველ რიგში ცოცხალი კონცერტებითშოულობდნენ. განსაკუთრებით წარმატებულები სტადიონებს აგროვებდნენ და ფინანსურადაც არაფერიქონდათ საწუწუნო. თუმცა, როგორც კი ინტელექტუალური საკუთრების მავნე იდეა გავრცელდა(განსაკუთრებით, 1976 წლის შემდეგ), პროდუსერებმა აღმოაჩინეს, რომ კასეტების და დისკების გაყიდვითბევრად მეტი ფულის შოვნა შეიძლება, ვიდრე ლაივ-კონცერტებით. მალევე მუსიკალური ინდუსტრია სულსხვა მომღერლებით შეივსო, ხოლო მელომანები მას შემდეგ მხოლოდ იმას გაიძახიან, რომ „აი, ადრე, მაგარი მომღერლები იყვნენ, სტადიონებს აგროვებდნენ, ახლა კი სულ ფონოგრამით მღერიან“. წუხან, მაგრამ ვერც კი ხვდებიან, რომ ინდუსტრიის ეს ფერიცვალება ოდესღაც, აშშ-ში, სულ სხვა მოტივებითმიღებული რეგულაციების შედეგია - რეგულაციების, რომლითაც კერძო საკუთრების უფლება შეიზღუდა.

ამრიგად, ყველა ის აპოკალიპტური პროგნოზი, რომ თურმე „ინტელექტუალური საკუთრების“ დაცვის გარეშე, ინდუსტრია გაქრება, უბრალოდ არ შეესაბამება ფაქტობრივ მოცემულობას. კინოინდუსტრია გაჩნდა დაგანვითარდა ამ „უფლების“ გარეშე, მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებიასიათასობით ადამიანს აგროვებდნენ კონცერტზე და აზრად არ მოსდიოდათ სიმღერის გამეორებისთვისსხვები დაეჯარიმებინათ.

ისიც ცხადია, რომ როცა რომელიღაც ინდუსტრიას გარკვეულ პრივილეგიას ანიჭებ, ეს ინდუსტრიაგანსხვავებულად ვითარდება. მანქანების მეორადი ბაზარი აკრძალული რომ იყოს, მანქანებისმწარმოებელი ბევრად მეტ მოგებას მიიღებდნენ და, დიდი ალბათობით, მათ სულ სხვა სახის ბიზნესიექნებოდათ. მეორადი ბაზრის კვლავ გაჩენა, მათ მოგებას შეამცირებდა, ბიზნეს შეცვლიდა, მაგრამ ჩვენხომ გვესმის, რომ მეორადი ბაზრის აკრძალვა სისულელეა და ის ვერ გამართლდება იმით, რომავტომწარმოებლებს მეტი მოგების შანსი აქვთ და ეს შანსი არ უნდა დავაკარგინოთ. ზუსტად იგივენაირად, სისულელეა იმაზე წუწუნი, რომ „ინტელექტუალური საკუთრების“ პირობებში კინოინდუსტრია მეტ მოგებასმიიღებს, ხოლო „პირატების“ გამო მათი მოგება ნაკლებია.

თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ამ უცნაურმა პრაქტიკამ, ქურდობის ცნებაც დაამახინჯა და ახლაქურდებს იმ ადამიანებს ვეძახით, რომლებიც ქურდები არ არიან და ვერც იქნებიან.

ნაწილი 2.

1. „ქურდობა - სხვისი ქონების ფარულად დაუფლება მითვისების მიზნით“. ქურდობის შედეგად მსხვერპლიკარგავს ქონებას, რომელიც ქურდის განკარგვაში გადადის. ეს არის ქურდობის განმარტება. რაიმე სხვა, პრინციპულად განსხვავებული განმარტება, არ გამიგია.

2. „ინტელექტუალური საკუთრება“ თავისი განმარტებით არ წარმოადგენს უფლებას რაიმე ფიზიკურობიექტზე. ეს არის „საკუთრების“ უფლება იდეაზე, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს მუსიკაში, გამოგონებაში, ფილმსა თუ ნახატში.

3. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ერთი სივრცე, სადაც იდეები არსებობენ - ადამიანის ტვინი. როცა ადამიანითავის იდეას რაიმე მატერიალურ ფორმას მისცემს, მისი იდეა, მისი ტვინიდან არ ქრება და ამ ობიექტში არგადადის საცხოვრებლად. „მატერიალიზებული იდეა“ შეიძლება გაქრეს, განადგურდეს ან სივრცეშიგადაადგილდეს, მაგრამ ეს ვერ გამოიწვევს იდეის ტვინიდან გაქრობას. ცხადია, ადამიანს საკუთარი იდეაშეიძლება დაავიწყდეს, მაგრამ ეს ადამიანის ტვინის შიდა პროცესების შედეგი იქნება. „მატერიალიზებულიიდეის“, მაგალითად, წიგნის, განადგურება, თავისთავად ამის გამომწვევი მიზეზი ვერ გახდება.

4. თუ 1, 2 და 3-ს გავაერთიანებთ, და პატივისცემით მივუდგებით სიტყვების შინაარს, ცხადია, რომ სიტყვაქურდობა არამატერიალური საკუთრების მიმართ არ შეიძლება იყოს გამოყენებული. ადამიანმა თუ ლექსიმოიგონა, ეს ლექსის „იდეა“ მისი საკუთრება იქნება მთელი მისი ცხოვრება, მანამ, სანამ მისი ტვინიარსებობს. თუმცა ქაღალდი, სადაც ლექსი წერია, შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანის საკუთრება, და ის, რომ წიგნი ერთი ადამიანისგან მეორესთან გადადის, არ იწვევს ავტორის ტვინში იდეის გაქრობას. იდეაისევ და ისევ ავტორის თავში რჩება. ქურდობა არ ხდება. ქურდობა ვერც კი მოხდება. ამრიგად, რაპრობლემის წინაშეც არ უნდა იყვნენ მწერლები, კომპოზიტორები თუ მეცნიერები, ეს ქურდობა ვერ იქნება.

5. მეტიც. იმ ადამიანთა დიდი უმრავლესობა, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას იცავს და ადამიანებსქურდებს ეძახის, ფარისევლობს და არ სჯერა იმის, რასაც ამბობს. ეს მარტივად დადგენადია. ნორმალურსაზოგადოებაში ქურდობა - ამორალურია. ისტორიამ არც კი იცის ოდნავ მაინც წარმატებული საზოგადოება, სადაც ქურდობა კარგ საქციელად იყო მიჩნეული. ამიტომ როცა ადამიანები ქურდობას ხედავენ, ისინი, როგორც წესი, ცდილობენ რაიმე მოიმოქმედონ - პოლიციას დაურეკონ, თვითონ ჩაერიონ და გააჩერონქურდი, იყვირონ, ან, თუ ყველა მსგავსი ქმედება ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია, გულის სიღრმეშიქურდის ქცევა ემოციურად დაგმონ. თუ იგივე ადამიანი, რაღაც გარემოში თვითონ მოიპარავს, მას სინდისიშეაწუხებს. თუ ის მორწმუნეა, შეიძლება მოინანიოს კიდეც ეს ცოდვა. ახლა კი მე ვეკითხები მათ, ვინც„ინტელექტუალური საკუთრების ქურდობას“ აქტიურად ებრძვის: როცა თქვენ ხედავთ, რომ ვინმეინტერნეტში ფილმს უყურებს, ეს თქვენში იწვევს თუ არა აღშფოთებას, ან აჩენს ყვირილის სურვილს? პოლიციაში ამის გამო ხშირად რეკავთ და ბევრი მეგობარი, მეზობელი თუ ნაცნობი გყავთ პოლიციაშიჩაბარებული პირატული საიტიდან მუსიკის მოსმენის გამო? ან თქვენ არასდროს გინახავთ ფილმი პირატულსაიტზე? თუ გინახავთ, წახვედით თუ არა ეკლესიაში, რათა ქურდობის ცოდვა მოინანიოთ?

ცხადია, შეიძლება ვიღაც ამგვარი ფანატიკოსი მოიძებნოს კიდეც, მაგრამ მას უფრო დიდი ალბათობითგიჟად ჩათვლიან, ვიდრე ნორმალურ ადამიანად. თუმცა მაინც მეეჭვება, რომ ინტელექტუალურისაკუთრების მომხრეთა შორის ვიპოვი მას, ვინც „ფილმის ქურდობის“ გამო პოლიციაში რეკავს ხოლმე, ხოლო თვითონ, შემთხვევით თუ წააწყდება ასეთ ფილმს და „ქურდობის თანამონაწილე“ გახდება, ეკლესიაში მიდის მოსანანიებლად (მამაოსაც, დარწმუნებული ვარ, გაუკვირდება ასეთი „ცოდვის“ მონანიება).

6. შეიძლება იკითხოთ, კარგი, იქნებ, მორალში არავის აქვს პრობლემა, მაგრამ ქურდობა მაინც ხომ ხდება? ცხადია, არა. შეუძლებელია მოიპარო ის, რაც არ არსებობს ან რაზეც არ მიგიწვდება ხელი. გავარჩიოთყველაზე პრიმიტიული მაგალითი. დავუშვათ, ქაღალდზე დავხატე შემდეგი რამ: „SAMSUNG”. თუ ამას XV საუკუნეში მცხოვრები კორეელი ნახავდა, ის ალბათ იფიქრებდა, რომ ეს ხაზების ერთობლიობა რაღაცნახატია. სხვა სიტყვებით, ის, რომ „SAMSUNG“ - სამსუნგია, მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ ჩვენ ვიცითკითხვა, ვიცით რა არის ასოები, შეგვიძლია ინგლისური ასოებიც გავარჩიოთ და ამიტომ ვხვდებით, რომ აქწერია „სანსუნგ“. თუმცა XIX საუკუნის ინგლისელისთვის, ასეთი წარწერა მაინც უაზრობა იქნებოდა. ის, რომეს წარწერაა, რომელიც „ტელეფონებს, ტელევიზორებს და რაღაც მსგავს აღნიშნავს“ ჩვენ მხოლოდ იმიტომვიცით, რომ სათანადო ინფორმაციას ვფლობთ. სხვა სიტყვებით, არანაირი შინაარსი უშუალოდ ამ ხაზებისერთობლიობას „ობიექტურად“, ანუ ადამიანისგან დამოუკიდებლად, არ გააჩნია. ეს არის მხოლოდ ხაზებისერთობლიობა, რომელიც განსხვავებული ადამიანების ტვინში განსხვავებულ ემოციებსა თუ იდეებს აჩენს. ერთი ადამიანისთვის ეს არის „რაღაც გაუგებარი წარწერა“, ვიღაცისთვის „ძალიან მაგარი ბრენდი“, სხვაამაში ხედავს „iPhone-ი მაინც უკეთესია“, ვიღაცას კი შეიძლება თავისი პირველი სიყვარული გაახსენდეს, რომლის ფოტო მან პირველად ამ ფირმის ტელეფონზე გადაიღო. არანაირი “ობიექტური“ სამსუნგი არარსებობს. ჩვენ ყველას სამსუნგის ჩვენებური აღქმა გვაქვს, რომელიც მხოლოდ ჩვენ ტვინში ჩნდება დამხოლოდ იქ არსებობს. შეუძლებელია ამ აღქმის ტვინისაგან განცალკევება. აქედან გამომდინარე, ტექსტიიქნება ეს, თუ ნახატი, ან ნახატების ერთობლიობა (რომელსაც ფილმებს ვეძახით), ეს ყველაფერი არისფიზიკური ობიექტები, მათში არანაირი „იდეა“ არ ცხოვრობს. ამ იდეას ვაჩენთ ჩვენ. როცა ფილმსვუყურებთ, ჩვენი ემოცია განსხვავდება, ჩვენ ყველა განსხვავებულ ფილმს ვუყურებთ. არ არსებობს„ობიექტური“ წითელი, ყველა ადამიანის „წითელი“ უნიკალურია და ამავდროულად სხვა ადამიანისთვისმიუწვდომელი, ზოგი მას ვერც კი ხედავს და ამიტომ ვერასდროს გაიგებს, თუ რა არის წითლის შეგრძნობა. ადამიანობა თუ გაქრება, არც დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ იარსებებს, არც „მრავალჟამიერი“, არცლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“. ისინი გაქრებიან, რომც მომავლის უცხოპლანეტელებმა ჩვენიცივილიზაციის ამსახველი ყველა მატერიალური ობიექტი იპოვონ, რადგან ამ ობიექტებს უცხოპლანეტელებისულ სხვა შინაარსსა და იდეას შესძენენ, რომელიც ჩვენ აღქმასთან შეიძლება საერთოდ არ იყოს კავშირში.

ან რათ უნდა შორს წასვლა, ჩვენივე ისტორიაში უამრავი ამგვარი მაგალითია. პარიზის განიერი გამზირებიდა მოედნები - ქალაქის სილამაზედ რომ არის აღქმული, შექმნილი იყო, რადგან ასე აჯანყების ჩახშობა დააჯანყებულების მოკვლა უფრო მარტივი იყო: მოედანზე ჯარი უკეთ განლაგდებოდა, ხოლო ჯარისკაცებისსწრაფი და უსაფრთხო გადაადგილებისათვის განიერი გამზირი - ოპტიმალურია. თუმცა ახლა ადამიანთადიდი ნაწილი იგივე სივრცეებს რომ უყურებს, სულ სხვა შინაარსს ხედავს და ვერც ვერასდროსწარმოიდგენს, რომ ადამიანების დახოცვის ინსტრუმენტით არის აღფრთოვანებული.

7. რაც ახლა დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების ელემენტარული დაკვირვებითაც კიმტკიცდება, იმდენად ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, რომ მოუმზადებელი მკითხველისთავში ბევრ კითხვას გააჩენს. მაგალითად, დავუშვათ, იდეა გამიჩნდა, ეს იდეა კი ქაღალდზე ჩავწერე. გავიდა დრო და იდეა დამავიწყდა, ანუ აღარ არსებობს ჩემ ტვინში. თუმცა გავხსენი ჩანაწერი და უცბადიდეაც თავში ისევ არსებობს. თუ ქაღალდზე იდეა არ იყო, მაშინ, როგორ გავიხსენე დავიწყებული იდეა? საიდან მოვიდა ჩემ თავში ეს იდეა, თუ არა ქაღალდიდან?

მოდით, გავარჩიოთ ეს შემთხვევა. როცა ქაღალდზე მელნით რაღაც წარწერა გავაკეთე, მე არა იდეაგადავიტანე ქაღალდზე, არამედ იმგვარად შევცვალე ფიზიკური სამყარო (ანუ ქაღალდი და მელანი), რომ ამახალი ფიზიკური გარემოს დანახვისას ჩემ ტვინში ისევ ის იდეა ჩნდებოდეს. მაგალითად, ხელზე დავიწერეჯვარი - ვიღაცისთვის ეს არის ჯვარი, მაგრამ ჩემთვის - „არ დაგავიწყდეს ნინოსთან შეხვედრა!“. ცხადია, ჯვარი „ობიექტურად“ არ მოიცავს „არ დაგავიწყდეს ნინოსთან შეხვედრა!“. ეს მხოლოდ ჩემი ტვინია ისემოწყობილი, რომ ხელზე ჯვარის დანახვისას, ეს ფრაზა ჩნდება გონებაში. ზოგჯერ, სხვათა შორის, შეცდომებსაც ვუშვებთ - ჯვარს დავხატავთ, დავხედავთ და ნინოს ნაცვლად მერაბთან წავალთშესახვედრად. ისევ და ისევ, ეს იმიტომ ხდება, რომ იდეები, მხოლოდ ჩვენ ტვინებში არსებობენ.

8. კარგი, მაგრამ ადამიანმა ლექსი რომ დაწერა, მასში მთელი თავისი სული და გული რომ ჩადო, არც იქარის, რაიმე იდეა? ცხადია, არა. „აწმყო თუ არა გვწყალობს...“ - ამ ფრაზის შემდეგ რა მოდის? „მომავალიჩვენია“? „მომავალი ჩვენია“ და ასევე მელოდია გვახსენდება? „მომავალი ჩვენია“ და სევდით ვივსებით, რომ ეს მომავალი სულ არ მოდის, აწმყო კი ისევ ისეთივე ნაგავია, რაც იყო? თუ „მომავალი ჩვენია“ დაგაგახსენდათ, როგორ მღეროდა დედა და თქვენი მეზობლები, ჩაბნელებულ თბილისში, სანთლებითგანათებულ ოთახში ამ ლამაზ სიმღერას? რა კარგი ბავშვობა გვქონდა, ხო? ერთია, რა დაწერა ილიამ, რასფიქრობდა ის, და მეორეა, რა გაიგო მკითხველმა.

მეც ახლა მთელი სულითა და გულით მინდა, რომ გაგაგებინოთ, ინტელექტუალური საკუთრების იდეისაბსურდულობა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ სიტყვების წამკითხველთა შორის აუცილებლად მოიძებნებაადამიანი, ვინც იტყვის „ეს კარგი, მაგრამ...“, რადგან იდეების გავრცელება არც ისე მარტივი საქმეა. ალბათ, ეს ყველაზე რთული საქმეა, და ხშირად, როცა რაღაც სტერეოტიპი კარგად არის დამკვიდრებული, თაობებიიცვლება, სანამ ამ სტერეოტიპის საწინააღმდეგო იდეა იმკვიდრებს უმრავლესობათა ტვინში თავისადგილს.

რომ შევაჯამოთ. მიუხედავად იმისა, რომ იდეებმა შეცვალეს ეს სამყარო და იდეებზე დაყრდნობით ვიღებთყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, თვითონ იდეები, ტვინს იქეთ არ გადიან. ამიტომ შეუძლებელიაადამიანს იდეა მოპარო. არ შეიძლება მე მომპარო ის, რაც მხოლოდ ჩემ ტვინში არსებობს. მე ბევრს იმიტომვწერ, რომ ჩემ ტვინში, ჩემი აზრით მარტივი იდეის მსგავსი იდეა მსურს თქვენ ტვინშიც გავაჩინო, მაგრამ ესუკვე მარტივი არაა, რადგან თქვენ ტვინში სულ სხვა იდეები ცხოვრობენ, თქვენ მიერ წაკითხული ტექსტიიგივე არაა, რაც ჩემ მიერ წაკითხული და რომც დამეთანხმოთ, ანუ რომც თქვენ ტვინში ჩემი იდეის მსგავსიიდეა გაჩნდეს, ეს მაინც თქვენი უნიკალური იდეა იქნება, რომელიც შეიძლება, ჩემი შეფასებით, ჩემსასწააგავდეს, მაგრამ მაინც არასდროს მეცოდინება, იდენტურია ის თუ არა ჩემ იდეასთან შედარებით, რადგანის თქვენ თავშია, მე მასზე წვდომა არ მაქვს. ამიტომაც მე ვერასდროს შევძლებ თქვენი იდეის მოპარვას.

აქედან გამომდინარე, როცა ადამიანი ყიდულობს დისკს, ან წიგნს, ან ნახატს - ის ყიდის მხოლოდ დამხოლოდ ფიზიკურ ობიექტს. არანაირი „იდეა“ ამ ობიექტებში არ ცხოვრობს. იდეა გაუჩნდებათ ადამიანებსტვინში, როცა ამ ობიექტების გამოყენებას დაიწყებენ, მაგრამ ეს მათი, უნიკალური იდეები იქნება. ზოგი, სხვების იდეების მსგავსი, ზოგი კი სრულიად ახალი და არნახული, რომელიც მთლიანად შეცლისადამიანების სამყაროს.

მადლობა, რომ აქამდე მომყვებით, თუმცა ამით ეს თემა არ ამოიწურა, და შემდეგ პოსტში რამდენიმეკონკრეტული მაგალითი გვექნება გასარჩევი, რომ უკეთესად გავიგოთ, თუ რა ხდება, როცა„ინტელექტუალურ საკუთრებას“ იცავენ და როგორ იცვლება ადამიანის ქცევა ამ მავნე იდეის გარეშე.

ნაწილი 3.

1. მეცნიერული გამომცემლობა

2011 წელს, ალექსანდრა ელბაკიანმა - კომუნისტ-პუტინისტმა და „ინფორმაციული უსაფრთხოების“ სპეციალისტმა ყაზახეთიდან - დააარსა პროექტი Sci-Hub. ეს არის უფასო ბაზა, სადაც თავმოყრილიათითქმის ყველა მეცნიერული სტატია, რომელიც დაბეჭდილა მსოფლიოს წამყვან აკადემიურ ჟურნალებში.

მეცნიერული სტატიების გამოქვეყნების ბიზნესი ძალიან თავისებურია. როცა მთავრობებმა „მეცნიერებისგაძლიერებაზე“ დაიწყეს ზრუნვა, ბევრმა მათგანმა ნაციონალური უნივერსიტეტების საერთაშორისორეიტინგებში დაწინაურება დაისახეს მიზნად. ამ რეიტინგებში კი განსაკუთრებული წონა მეცნიერულსტატიებს აქვს. ამიტომ, სხვადასხვა ფორმით, უნივერსიტეტების პროფესორებსა და მკვლევარებსმოტივაცია გაუჩინეს, დაწერონ რაც შეიძლება მეტი სტატია. გაჩნდა უზარმაზარი ბაზარი, სადაც ერთ მხარესარიან აკადემიური კარიერის წარმატებაზე ორიენტირებული მეცნიერები, რომლებიც კონვეიერის რეჟიმშიწერენ სტატიებს (მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა რაიმე ღირებული იდეა), მეორე მხარეს კი აკადემიურიჟურნალები, რომლებიც ამ სტატიებს ღებულობენ, არჩევენ და გამოსცემენ. სტატიის გამოქვეყნებამეცნიერებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, ხოლო ჟურნალში მოსახვედრად იმხელა კონკურენციაა, რომცალკეულ შემთხვევაში მეცნიერი იქით უხდის ჟურნალებს ფულს, რომ სტატია დაუბეჭდონ, ხოლო ყველადანარჩენ შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ეს მაღალი რეპუტაციის მქონე ჟურნალებზეა საუბარი, მეცნიერები ნაშრომს უფასოდ გადასცემენ და არც ჰონორარზე ფიქრობენ, რადგან უკვე იმით არიანბედნიერები, რომ სტატია რეცენზირებას გაივლის და დაიბეჭდება.

გამოქვეყნების შემდეგ ეტაპზე სტატიები ხვდება მეცნიერულ ბაზებში, როგორიც არის, მაგალითად, JStor (თუჟურნალი ამგვარ ბაზებში ვერ ხვდება, ის ჟურნალადაც კი არ ითვლება), რომელზეც წვდომა ფასიანია (ერთისტატიის ფასი რამდენიმე ათეულ დოლარამდე ადის). თუ ერთი საშუალო კვლევისთვის მეცნიერს სხვაავტორების 200-300 სტატიის დამუშავება უწევს, ამ ფასიანი ბაზებით სარგებლობა მას გააკოტრებს. ამისპრობლემის გადასაჭრელად, უნივერსიტეტები ამ ბაზებს მთლიანად იწერენ, რაც ბევრად უფრო იაფი ჯდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთი საშუალო მრავალპროფილური უნივერსიტეტის ამ ბაზებზე ხარჯიწელიწადში მილიონებს შეიძლება აღწევდეს. ამავდროულად, ღარიბ ქვეყნებში უნივერსიტეტებს ასეთიბაზების გამოწერის რესურსი ნაკლებად აქვთ და იქაურ მეცნიერებს უწევს ეს სტატიები „პირატულად“ მოიძიონ.

ზუსტად ამ პრობლემის მოგვარების მიზნით შეიქმნა Sci-Hub და მალევე იმდენად პოპულარული გახდა, რომმის წინააღმდეგ წამყვანი გამომცემლობებმა დაიწყეს ბრძოლა აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით. თუმცა, ცხადია, ინტერნეტში საიტის დაბლოკვის იმედი მხოლოდ საქართველოს მთავრობას თუ აქვს, ამიტომმიუხედავად არაერთი წაგებული სასამართლო პროცესის, ბულინგის, მუქარისა და მილიონი მისწინააღმდეგ დახარჯული დოლარისა, კომუნისტ-პუტინისტი ელბაკიანი აგრძელებს თავის საქმეს და მთელიმსოფლიოს მეცნიერებს აძლევს წვდომას სტატიებზე. რომ არა ეს სერვისი, ბევრი სტატია არ დაიწერებოდადა კვლევა არ ჩატარდებოდა, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში. მეტიც, ეს პორტალი იმდენადკომფორტულია სტატიების ჩამოსატვირთად, რომ მე მას მაშინაც კი მივმართავდი, როცა ჩემ უნივერსიტეტსსათანადო ბაზები ნაყიდი ჰქონდა და „პირატობა“, რაღაც გაგებით, არც მჭირდებოდა. თუმცა, მალევეაღმოჩნდა, რომ უნიკალური არ ვარ და ამ პორტალს იყენებს ათასობით მეცნიერი ევროპისა და აშშ-სუნივერსიტეტებიდან.

საინტერესოა, რომ ელბაკიანი ამას, მათ შორის, იდეოლოგიური მოტივებით აკეთებს. ის მიიჩნევს, რომინტელექტუალური საკუთრება - კაპიტალისტური სისტემის ელემენტია, ხოლო ინფორმაციის თავისუფალიგავრცელება - კაპიტალიზმს დაანგრევს. გარკვეული ირონიაა იმაში, რომ თავისი არსით მსოფლიოშიერთ-ერთი ყველაზე ლიბერტარიანული პროექტი, რომელმაც მთელი სამყარო მეცნიერული აქტივობაშეცვალა, კომუნისტის მიერ არის დაწყებული კაპიტალიზმთან ბრძოლის მოტივით.

თუმცა, ჩვენთვის უფრო ის არის საინტერესო, თუ რა დაემართა გამომცემლობებს ამ პორტალისამოქმედების შემდეგ. ცხადია, ისინი არასად გამქრალან, მითუმეტეს, რომ მთავრობები და უნივერსიტეტისრექტორები დღემდე მხოლოდ „სტატიების წერის“ სტიმულირებით არიან დაკავებული, მაგრამ ნელ-ნელა ამმეცნიერული ბაზების ფუნქცია იცვლება. ახლა, მეცნიერი მათ არა სტატიის ჩამოსატვირთად, არამედგადარჩევისთვის იყენებს. მაგალითად, Scopus-ში ან WoS-ის ბაზებში არ არის მთლიანი სტატიები, მხოლოდმათი აღწერა, მაგრამ იქ ბევრად უფრო მარტივია სტატიის პოვნა, ვიდრე Google-ში ან რაიმე სხვა ბაზაში. როცა სტატიას იპოვი, მერე შეგიძლია ის უფასოდ ჩამოტვირთო, თუნდაც Sci-Hub-დან. ბაზა JStorგანსხვავებულად მუშაობს - იქ სტატიები იფილტრება და შედარებით მაღალი რეპუტაციის მქონეჟურნალებიდან ხდება სტატიების არჩევა: იმის გამო, რომ ყოველწლიურად მილიონობით სტატია იწერებადა ხშირად რთულია მიხვდე, თუ რომელი ჟურნალია უფრო სანდო, შეიძლება შეხვიდე ამ ბაზაში დასტატიები ეძებო იმ გარანტიით, რომ მთლად ცუდი ჟურნალი იქ არ დაგხვდება. სხვა სიტყვებით, ბაზებისსპეციალიზაცია იცვლება: რადგან სტატიის ჩამოტვირთვა უკვე პრობლემა არ არის, ბაზები ძებნის ეფექტიანსერვისს გვთავაზობენ და ამით აკეთებენ ფულს. სავსებით მოსალოდნელია, რომ „ინტელექტუალურისაკუთრების“ de facto გაქრობის შედეგად გამომცემლობების მოგება დროთა განმავლობაში შემცირდება, მაგრამ სტატიების ძებნაში დახმარების მათი ფუნქცია სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდება, რაცსაბოლოოდ შეცვლის ამ ბიზნესის სახეს. ხოლო ინფორმაციაზე თავისუფალმა წვდომამ იმდენად დიდიგავლენა იქონია მეცნიერებაზე მსოფლიოს მასშტაბით, რომ პუტინის რეჟიმის დანგრევის და, ზოგადად, კომუნისტური წარსულის საბოლოო დამარცხების შემდეგ, ალბათ, ალექსანდრა ელბაკიანი ერთადერთიადამიანი იქნება, ვისაც დადებითად გაიხსენებენ.

2. ფორმულა 1.

ფორმულა 1 - ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული სპორტია მსოფლიოში. იქ ყოველწლიურადასობით მილიონი დოლარი იხარჯება ტექნოლოგიებზე, რომელიც რამდენიმე თაობით ასწრებს ყველაფერიმას, რაც ჩვეულებრივ მანქანებში გამოიყენება.

ეს იმდენად რთული და კონკურენტული სპორტია, რომ ისეთი გიგანტები, როგორიც არიან, მაგალითად, Toyota, BMW, Ford ბევრჯერ მოეცარათ ხელი ამ სპორტში და ცუდი შედეგების გამო ჩემპიონატშიმონაწილეობა შეწყვიტეს. ხოლო ჩვენთვის ეს სპორტი იმიტომ კი არაა საინტერესო, რომ მე ჯერ კიდევ 1993 წლიდან თითქმის არცერთი რბოლა არ მაქვს გამოტოვებული, არამედ იმიტომ, რომ ამ სპორტშიფაქტობრივად არ გამოიყენება პატენტები, ხოლო გუნდებსა და მათი ინჟინრების ქცევაზე დაკვირვებითმარტივად შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ როგორ იქნებოდა მოწყობილი ინჟინერია და პრაქტიკულიმეცნიერება პატენტების გარეშე (ფუნდამენტური მეცნიერული კვლევების შედეგებზე პატენტები ისედაც არგაიცემა).

ფორმულა 1-ში პატენტებზე უარის თქმა გუნდების შეთანხმებით მოხდა, რადგან თუ რომელიმე გუნდიახალი გამოგონების შედეგად მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებს, ხოლო პატენტის გამო სხვაგუნდები მის გადაწყვეტილებას ვერ დააკოპირებენ, ჩემპიონატის შედეგი პროგნოზირებადი გახდება, რაცსპორტს მოკლავს. თუმცა ამ გარემოებამ არ შეუშალა გუნდებს, რომ მილიონები ხარჯონ გამოგონებაში. რატომ იქცევიან ისინი ამგვარად, თუ ყველაფრის კოპირება შესაძლებელია?

ამის ილუსტრაციისთვის, ერთ ისტორიას მოგიყვებით.

წესების თანახმად, ფორმულა 1-ში აკრძალულია მოძრავი აეროდინამიკური ელემენტები, თუმცა 2011 წლისჩემპიონატის დაწყებისთანავე, მაყურებლებმა, ექსპერტებმა და გუნდების წევრებმა დაინახეს, რომ Reb Bull-ის ბოლიდების წინა ანტიფრთა მოსახვევებში იღუნება (რაც მნიშვნელოვან უპირატესობის წყაროშეიძლება ყოფილიყო). რბოლის შემდეგ ყველა მანქანა მოწმდება, მათ შორის აეროდინამიკურიელემენტების ელასტიკურობაზე. იმ დღეს, მიუხედავად მოლოდინებისა, Reb Bull-ის ორივე მანქანამ ესტესტი წარმატებით გაიარა, გუნდის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ ანტიფრთის გაღუნვა მხოლოდვიზუალური ეფექტია და არაფერი არაკანონიერი მათ არ გაუკეთებიათ. თუმცა მეორე რბოლაზე სიტუაციაგანმეორდა: ასობით მილიონი ადამიანი ხედავდა, რომ ანტიფრთა იღუნება, მაგრამ შემოწმებაზე ყველაელემენტი სავალდებულო ტესტირებას წარმატებით გადიოდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე დადაახლოებით მაშინ, როცა ელბაკიანი იწყებდა თავის პროექტს, Ferrari-ს ინჟინრები მიხვდნენ, თუ რაში იყოსაქმე. აღმოჩნდა, რომ Reb Bull-მა მილიონობით დოლარი და ბევრი თვე დახარჯა, რათა კომპოზიტურიმასალებისგან ანტიფრთის იმგვარი სტრუქტურა გაეკეთებინა, რომელიც რბოლის დროს ჰაერის წინაღობისშედეგად იღუნება, მაგრამ ამავდროულად გაღუნვის გარეშე უძლევს იმ დატვირთვას, რომელიცშემოწმებისას გამოიყენება. რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების ზოგადი პრინციპიცნობილი გახდა, აღმოჩნდა ასევე, რომ თითოეულ გუნდს დაახლოებით იგივე მილიონების და იგივე დროსდახარჯვა მოუწევს, რათა გამოგონება დააკოპიროს.

შემდეგი წლისთვის შემოწმების წესები იმგვარად შეიცვალა, რომ „ელასტიკური ანტიფრთა“ უკვე ვერიქნებოდა გამოყენებული, მაგრამ Reb Bull-მა იმ წელს, მათ შორის ამ გამოგონების ხარჯზე, ჩემპიონატიმოიგო.

რას გვაჩვენებს ეს ისტორია? როცა პატენტები არ არსებობს, გამოგონებებში ინვესტიციები არ გაჩერდება, მაგრამ ისინი მიმართული იქნება ისეთ გამოგონებაზე, რომლის კოპირება რთულია და დროშია გაწელილი. ხოლო, იმ გამოგონებებისათვის, რომლის კოპირება მარტივია, მეცნიერები კოლაბორაციებს ქმნიან - ერთობლივად აკეთებენ ასეთ პროექტში ინვესტიციას, რითაც ხარჯებსაც ამცირებენ და კოპირების რისკსაცაქრობენ. ფორმულა 1-ში იგივე გვარდება გუნდების საერთო შეთანხმებით, როცა ბოლიდების ნაკლებადმნიშვნელოვან ელემენტებში კონკურენცია არ მიდის და ყველა სტანდარტიზებულ დეტალებს იყენებს. დიდინდუსტრიებშიც ხშირია ასეთი კოლაბორაციები. მაგალითად, BMW და Toyota ერთად დებენ ინვესტიციასწყალბადის საწვავის ელემენტების შექმნაში, Toyota და Mazda ელექტრო მანქანების წარმოებაშითანამშრომლობენ და ა.შ. პატენტების არარსებობის პირობებში ასეთი კოლაბორაციები კი ბევრად უფრომასშტაბური გახდებოდა, რაც არა მხოლოდ არ შეამცირებდა ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მას ბევრადუფრო ეფექტიანს გახდიდა, რადგან კომპანიებს მსგავს გამოგონებებზე არ მოუწევდათ დამოუკიდებლადინვესტიციების განხორციელება.

ამრიგად, პატენტების გარეშე, მეცნიერება კი არ მოკვდება, არამედ შეიცვლება. ფუნდამენტურმეცნიერებაში პატენტები ისედაც არ არის ნებადართული, ხოლო კომერციულ ნაწილში აქცენტი იქნებაგაკეთებული ისეთ გამოგონებებზე, რომლის კონკურენტებისგან კოპირებისათვის ბევრი დრო და ენერგიაიქნება საჭირო, რაც დარგის პიონერებს მოგების მისაღებად აუცილებელ დროის უპირატესობას გაუჩენს. ამავდროულად, გაქრება წვრილმანი და სრულიად უშინაარსო პატენტების ომები, როგორიც იყომრავალთვიანი დაპირისპირება Apple-სა და Samsung-ს შორის, სადაც ირკვეოდა, თუ რომელ კომპანიას აქვს„დამრგვალებული კუთხის“ გამოყენების უფლება.

3. შეჯამება

პირველ ტექსტში მე უკვე ვახსენე, რომ მუსიკალური ინდუსტრია თუ კინოინდუსტრია მშვენივრადიფუნქციონირებდნენ „ინტელექტუალური საკუთრების“ გარეშე, თუმცა მათი ბიზნეს-მოდელები, ბუნებრივია, შეიცვლებოდა. მომღერლები აქცენტს ისევ ცოცხალ კონცერტებზე გააკეთებდნენ, ხოლოკინოსტუდიები ეცდებიან ფული მხოლოდ კინოთეატრებში ფილმების გაქირავებით იშოვონ. იგივეტრანსფორმაცია მოხდებოდა პოეტების შემთხვევაში, რომლებიც ფულს არა წიგნების გაყიდვით, არამედ, როგორც ადრე, მაგალითად, პოეტური საღამოებით, ანუ ერთგვარი კონცერტებით იშოვიან. ამრიგად, შიშები, რომ ინტელექტუალური საკუთრების არარსებობა მოკლავს ამა თუ იმ ინდუსტრიას, მცდარია. ის არმოკლავს, არც მეცნიერებას, არც მუსიკას, არც კინოინდუსტრიას, არც პოეტებს დატოვებს მშიერს. თუმცა, ისიც გასაგებია, თუ რატომაა ამ ალტერნატივების დანახვა ხშირად რთული: „ინტელექტუალურისაკუთრებით“ დამახინჯებული ბაზრები იმდენად დიდი ხანია არსებობენ, რომ ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნიასაკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა ამ „საკუთრების“ გარეშე ფუნქციონირების მაგალითებივიცოდეთ, ხოლო, სპეციფიკური მაგალითების თუ ისტორიის შესწავლას, ბუნებრივია, ყველას ვერდაავალდებულებ.

შემდეგ ნაწილში გავარჩევთ რამდენიმე ჩემთვის უცნაურ, მაგრამ ამავდროულად გავრცელებულ არგუმენტს, მათ შორის იმას, რომლის თანახმად „ინტელექტუალური საკუთრება“ იმიტომ უნდა იყოს დაცული, რომადამიანმა, რომელმაც ბევრი იმუშავა, მოგება უნდა მიიღოს.

ნაწილი 4

როგორც უკვე ვნახეთ, „ინტელექტუალური საკუთრება“ სინამდვილეში საკუთრება კი არა, არამედცალკეული ადამიანების პრივილეგიაა. პრივილეგია შეზღუდონ სხვა ადამიანების კერძო საკუთრებისგამოყენება. მაგალითად, მწერალი ზღუდავს ჩემ საკუთრებაში არსებული წიგნის გამოყენების გზებს; კინოსტუდია აკონტროლებს ჩემ საკუთრებაში არსებულ დისკს და ა.შ. მნიშვნელოვანია იმაზე ხაზგასმაც, რომ საკუთრების უფლება პირველ რიგში იმათ ეზღუდებათ, ვისაც „იდეის“ პირველწყაროსთან არც შეხება, არც რაიმე სახის კონტრაქტით აღებული ვალდებულება გააჩნია, რადგან კონტრაქტით გათვალისწინებულიკონფლიქტები სასამართლოში წყება და არ საჭიროებს სპეციფიკური კანონმდებლობის შექმნას.

თუმცა, ის, რომ „ინტელექტუალური საკუთრება“ საკუთრება არაა, კიდევ რამდენიმე გარემოებითდასტურდება.

პირველ რიგში ეს არის მისი დროებითობა. „ინტელექტუალური საკუთრების“ ყველა ფორმას აქვს ვადა, რომლის ფარგლებშიც ის მოქმედებს. საკუთრების ნამდვილი უფლება კი არსად ორთქლდება, როდესაც 25 წელი გადის. თუ ნივთი ჩემია, ის ჩემია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელია გასული საკუთრებისუფლების მონიჭებიდან. ხოლო როცა მე რაიმე ნივთს მხოლოდ დროებით ვფლობ, ამას სხვა სახელი ქვია — მაგალითად, იჯარა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ნამდვილი საკუთრების უფლება უნივერსალური ხასიათისაა და ვრცელდება ყველაიმ ფიზიკურ ობიექტზე, რომლის სპეციფიცირებაც (გაზომვა, საზღვრების დადგენა და ა.შ.) შესაძლებელია. ამის საპირისპიროდ, „ინტელექტუალური საკუთრება“ არ არის უნივერსალური და არსებობს უამრავიგამონაკლისი, რაზეც მისი მოქმედება არ ვრცელდება. ყველაზე ცნობილი მაგალითია — ფუნდამენტურიმეცნიერული კვლევები, რომელზეც პატენტის გაფორმება აკრძალულია. არსებობს გამონაკლისები მუსიკის, ტექსტის, პროგრამული კოდის შემთხვევაშიც. ეს ბუნებრივია, რადგან ცივილიზაცია დაინგრევა, თუ„ინტელექტუალური საკუთრების“ წესებს გამონაკლისის გარეშე ყველა იდეაზე გავავრცელებთ და თანსაკუთრებისთვის დამახასიათებელ უვადობითაც უზრუნველვყოფთ. ამ შემთხვევაში მოგვიწევს ვიპოვოთუკლებლივ ყველა გამოგონების, ტექსტის, სიმღერის, მელოდიის, კოდის, ნახატის, ფორმის, ფერის, სუნისავტორები ან მათი შთამომავლები, მათი „უფლებები“ სპეციალიზებულ რეესტრში ავსახოთ დაჩამოვიყალიბოთ სისტემა, რომელიც „იდეების“ მონეტიზაციას განახორციელებდა. ვინაიდან ამ სამყაროშინებისმიერი თქვენი ყოველდღიური ნაბიჯი ვიღაცის იდეის გამოყენებას გულისხმობს, მხოლოდ ძალიანნიჭიერი ფანტასტი თუ შეძლებს ასეთი სამყაროს წარმოდგენას. პრაქტიკაში კი, ამგვარი მცდელობისშედეგად, ადამიანები შიმშილით დაიხოცებიან, რადგან მთელი მათი დრო იმის დადგენაზე დაიხარჯება, თუვის იდეებს იყენებენ კონკრეტულ მომენტში და რამდენი აქვთ ამაში გადასახდელი. ზუსტადუნივერსალურობის პრინციპის და „ინტელექტუალური საკუთრების“ შეუთავსებლობამ და მისიმასშტაბირების საფრთხეებმა განაპირობა ამ პრივილეგიის საზღვრების დაწესება და დროში შეზღუდვა.

სხვა სიტყვებით, „ინტელექტუალური საკუთრება“ სახელმწიფო ინსტიტუციების იძულების რესურსითდაცული პრივილეგიაა. ის ცალკეული ინტერესთა ჯგუფების სასარგებლოდ ყველა დანარჩენ ადამიანსუზღუდავს მათ საკუთრებაში არსებული ნივთების გამოყენებას. შეზღუდვა მათ შორის იმათზე ვრცელდება, ვისაც ამგვარ ქმედებებზე თანხმობა არ გამოუხატავს ან რაიმე ვალდებულება არ აუღია. ეს პრივილეგიაარის დროებითი და მას არ გააჩნია უნივერსალური ხასიათი, ვრცელდება რა მხოლოდ „იდეების სამყაროს“ შედარებით მცირე ნაწილზე.

თუმცა „ინტელექტუალური საკუთრების“ გულწრფელი და განათლებული მხარდამჭერები ამასაცნობიერებენ და ამ პრივილეგიის არსებობას იმიტომ უჭერენ მხარს, რომ ეს სხვადასხვა ინდუსტრიების დააქტივობების წახალისებას უზრუნველყოფს. ანუ მათ შემთხვევაში საუბარი არის არა იმაზე, რომ ეს რაღაცფიქცია ადამიანის უფლებას წარმოადგენს, არამედ იმაზე, რომ ეს არის ერთ-ერთი რეგულაცია, რომლისმიზანია ქვეყნის ჯამური დოვლათი მეცნიერების თუ ხელოვნების წახალისებით გაიზარდოს.

წინა პოსტებში უკვე გავარჩიე, რომ „ინტელექტუალური საკუთრება“ არაა აუცილებელი იმისთვის, რომმეცნიერება ან კულტურა არსებობდეს და ვითარდებოდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია უფრო სწრაფგანვითარებაზე. აღნიშნული არგუმენტის ლოგიკა შემდეგნაირია: „პრივილეგირებული ჯგუფი უფრო მეტმოგებას მიიღებს, მეტი მოგება კი დამატებითი სტიმულია მეტი ლექსი დაწერო, მეტი იმღერო, მეტიგამოგონება გააკეთო, რაც საბოლოოდ საზოგადოების უფრო სწრაფ გამდიდრებას შეუწყობს ხელს“.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა ნაწილს ამის მართლა სჯერა, რეალობა ზუსტად რომ საწინააღმდეგოა. ბევრ ლექსს მაშინ წერ, როცა ყველა შენი ძველი ლექსი უკვე გავრცელდა და შენი პოეზიის მოყვარულებსახალი ლექსი უნდა გააცნო, თუ პოეზიის საღამოთი ფულის შოვნა გსურს, მაგრამ თუ „ინტელექტუალურისაკუთრების“ პრივილეგია გაქვს მინიჭებული, მაშინ ერთ ლექსს დაწერ და ფულს ყველა ამ ლექსისგაყიდვის, ჩვენების, დაბეჭდვის ან რაიმე სხვა კომერციული გამოყენებისგან მიიღებ. ბევრი სიმფონიისა დაკონცერტის ნაცვლად, შეიძლება დაწერო „mmm Danone!” და ყოველდღიურად მიიღო ფული იოგურტისრეკლამისაგან. ბევრი განსხვავებული ფილმის გადაღების ნაცვლად, რომელსაც კინოთეატრებში აჩვენებ, გადაიღებ რამდენიმეს და ფულს არა მხოლოდ კინოთეატრებისგან მიიღებ, არამედ დისკების გაყიდვის თუონლაინ კინოთეატრებში ჩვენებისგან. იმის ნაცვლად, რომ მართლა მნიშვნელოვანი გამოგონება გააკეთო, იმაზე იზრუნებ, რომ „სმარტფონის დამრგვალებული კუთხე“ კონკურენტზე უფრო სწრაფად დააპატენტო დაამის მეშვეობით კონკურენტის განვითარება შეაჩერო.

შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ სამყაროში ვერ იპოვით იმის მეცნიერულ მტკიცებულებას, რომპატენტებით ეკონომიკური განვითარება უფრო სწრაფი იქნებოდა, ვიდრე პატენტების გარეშე; რომპატენტები ხელს უწყობს ინოვაციებს და რომ პატენტებით გამოწვეული საკუთრების უფლების შეზღუდვისნეგატიური მხარეები ნაკლებია, ვიდრე საერთო სარგებელი. მეტიც, თეორიულადაც შეუძლებელია, რომასეთი კვლევა არსებობდეს (თუმცა ეს უკვე სხვა სტატიების ციკლის თემაა).

ეს ყველაფერი მარტივად გადამოწმებადია და თუ დროს დახარჯავთ, თავად მიხვდებით, რომ „პატენტებისმომგებიანობის“ იდეა დაუსაბუთებელი მითია, რომლისაც ადამიანებს უბრალოდ სჯერათ.

ილუსტრაციისთვის, ფარმაცევტულ ინდუსტრიას გადავხედოთ, რადგან ფარმაცევტიკა ხშირად არის ზუსტადიმ ინდუსტრიად მიჩნეული, სადაც პატენტების არსებობა კრიტიკულად აუცილებელია.

პანდემიის დაწყების შემდეგ ასობით მილიონი დოლარი დაიხარჯა Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინისგამოგონებაზე, ხოლო მისი გაყიდვებით ფარმაცევტულმა კომპანიებმა ათობით მილიარდი დოლარისმოგება მიიღეს. როგორი იქნებოდა შედეგი, თუ სამყაროში პატენტები არ იარსებებდა? ცხადია, თუ ვაქცინისგამოგონების შემდეგ მისი კოპირება, ყოველ შემთხვევაში წამყვანი კომპანიების მხრიდან, მარტივია, არავის გაუჩნდება ვაქცინის დამოუკიდებლად გამოგონების სურვილი, იმავდროულად კომპანიებსკოლაბორაციის ძლიერი სტიმული ექნებათ. ეს კი მნიშვნელოვნად დაზოგავს ინვესტიციებს (რადგანმსგავსი კვლევების გამეორება აღარ გახდება საჭირო), ხოლო დიდი რესურსების ერთ მიმართულებაზეკონცენტრაცია ვაქცინის გამოგონებას დააჩქარებს. კოლაბორაცია ასევე გამორიცხავდა ცალკეულიმწარმოებლის ასტრონომიული და სრულიად არასამართლიანი მოგების მიღებას. არასამართლიანი მოგებაკი ზუსტად იმ პრივილეგირებული მდგომარეობით არის განპირობებული, რომელსაც ფარმაცევტულკომპანიებს პატენტების სისტემა ანიჭებს. თვითონ ვაქცინაც უფრო იაფი იქნებოდა, რადგან ბაზარზეკონკურენცია გაჩნდებოდა და არავინ დაიკავებდა მონოპოლიურ მდგომარეობას, როგორიც ჰქონდა, მაგალითად, Pfizer-ს და რამდენიმე სხვა კომპანიას. ამრიგად, თუ პატენტები გვაქვს, ცოტა გვიან დამხოლოდ რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებული ძვირი ვაქცინა გვექნება, პატენტების გარეშე კი ვაქცინაადრე გაჩნდებოდა, წარმოება უფრო მასშტაბური, ხოლო ფასი უფრო დაბალი იქნებოდა.

სხვა სიტყვებით, „ინტელექტუალური საკუთრება“ ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო რეგულაცია კი არა, არამედ სიზარმაცის პრივილეგიაა, რომელიც, ერთი მხრივ, ადამიანებს ნაკლები შრომისკენ, ნაკლებიკრეატიულობისკენ უბიძგებს, ხოლო მეორე მხრივ, დაუმსახურებელი მოგების წყაროდ იქცევა მცირეპრივილეგირებული ჯგუფებისათვის.

ეს არის რაც ვიცით და რასაც ვხედავთ ისტორიის თუ ჩვენი ყოველდღიურობის დაკვირვებიდან, თუმცაადამიანებს საწინააღმდეგოსი სჯერათ. ეს მათი რელიგიური რწმენა „ინტელექტუალური საკუთრების“ მთავარი დამახასიათებელია, თუმცა ამ კულტის დამკვიდრებას კიდევ ერთი ემოციური არგუმენტი უწყობსხელს.

საბაზრო ეკონომიკა და, ზოგადად, ცივილიზაცია ისეა აწყობილი, რომ ჯილდოვდება მხოლოდ ის, ვინცმიზანს მიაღწია და არა ის, ვინც ყველაზე მეტი დრო დახარჯა. არავის ახსოვს ის, ვინც ევერესტზე ასვლასცდილობდა. ჩვენ მხოლოდ მათ ვიმახსოვრებთ, ვინც ევერესტზე ავიდა. სწავლისას არა ის ფასობს, თურამდენი საათი ვსწავლობდით, არამედ ვისწავლეთ თუ არა საგანი. წარმატების საზომი მხოლოდ შედეგია, მაგრამ წარუმატებელი ადამიანი, რომელსაც თვითკრიტიკას გაურბის, საწინააღმდეგო მორალს მიანიჭებსუპირატესობას და სულ ერთი იდეის გამეორებაში გაატარებს დროს: „მე ამდენი ვიშრომე და მოგებისმიღების შანს არ ვიმსახურებ?“

ცხოვრებისადმი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით მეცნიერებსა და ხელოვანებს შორისფიქსირდება, ყოველ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც მათი ცოდნა თუ გარკვეული უნარები მათსიამაყის და გამორჩეულობის შეგრძნებას უჩენს. როცა ასეთი ადამიანი აღმოაჩენს, რომ მას არ ძალუძსშექმნას პროდუქტი, რომელსაც სხვები დააფასებენ და ფულს ნებაყოფლობით გადაიხდიან, ეს მათშითვითკრიტიკას კი არა, სამყაროს მიმართ ბრაზს იწვევს. მაგალითად, კომპოზიტორი, რომელიც ვერ დაწერსბევრ და კარგ მელოდიას და რიგითი კომპანიების სარეკლამო კამპანიის გახმოვანებით დაკავდება, იმას კიარ იტყვის, რომ გენიალური მუსიკის წერა არ შეუძლია, არამედ „ინტელექტუალური საკუთრების“ დაცვასმოითხოვს, რათა მთელი ცხოვრება სარეკლამო რგოლებიდან ფული მიიღოს და კაპიტალიზმის დაგმობაშიგაატაროს დრო, ანუ ის სისტემა აკრიტიკოს, რომელმაც სიმფონიებით უკმაყოფილო მომხმარებლის სახითნათლად დაანახა კომპოზიტორს მისი უნიჭობა. თუმცა, კომპოზიტორმა ამის აღიარება ვერ შეძლო დაცხოვრებაზე გაბრაზებულმა სხვების, „ამ არასამართლიანი, გემოვნების არმქონე ადამიანების“ თავისუფლების და საკუთრების უფლების შეზღუდვა მოიწონა, რადგან „მათ ნამდვილი მუსიკის არ ესმითდა სათანადოდ არ აფასებენ მას“. მსგავსად იქცევა საშუალო უნარების მეცნიერიც, რომელსაც პატენტებისმეშვეობით რიგითი და მეორეხარისხოვანი გამოგონებების ხარჯზე სურს ცხოვრება გაატაროს დაარასამართლიანი სამყარო აკრიტიკოს, რომელიც არასამართლიანია, რადგან მეცნიერს არ გააჩნია კარგილაბორატორიები და დაფინანსება, რომლითაც ის ნამდვილად რევოლუციურ გამოგონებას გააკეთებდა. თუმცა მისი საქმიანობის პერსპექტიულობა ამ სამყაროში ვერავინ დაინახა. მაშ, რას უნდა დააბრალოს ეს — საკუთარ უნიჭობას თუ სამყაროს უსამართლობას?

საბოლოო ჯამში, „ინტელექტუალური საკუთრების“ სახელით დაწესებული სიზარმაცის პრივილეგია ყველაზეუნიჭო, წარუმატებელი მეცნიერების და ხელოვნების თავშესაფარი გახდა, რომელთა ბედნიერი ცხოვრებაეკონომიკურ განვითარებას ანელებს, კონკურენციას ამცირებს, ხოლო ადამიანების მოტივაციას ამახინჯებს, მიუხედავად იმისა, რომ „ინტელექტუალური საკუთრების“ რელიგიის მიმდევრებს ამის საპირისპიროსისჯერათ. ცხადია, ნიჭიერებიც სარგებელს იღებენ, მაგრამ ისინი წარმატებულები ამ პრივილეგიის გარეშეციქნებოდნენ.

პრივილეგიები დიდი ფულის წყაროც არის იმ ბიზნესმენებისათვის, ვისაც ამგვარი პრივილეგიების ფულშიკონვერტაციის უნარები გააჩნიათ. ზუსტად ასეთი, სუსტი მორალის მქონე ბიზნესმენებისმრავალმილიარდიანი ბიზნესები არიან ამ კულტის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი წყარო. ისინი ბევრრესურს და ენერგიას დახარჯავენ, რომ ადამიანებს „ინტელექტუალური საკუთრების“ ჭეშმარიტ ბუნებაზედაფიქრების სურვილიც არ გაუჩნდეთ და მისი სიკეთეების უპირობოდ სჯეროდეთ, რათა სიზარმაცისპრივილეგიით აღჭურვილებმა გააგრძელონ იმ მოგების მიღება, რომელსაც ვერასდროს მიიღებდნენ ღია დაკონკურენტულ ბაზარზე.

დამატებითი მასალა: სანდრო რაქვიაშვილის ლექცია იგივე თემაზე: