logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron
  • სკოლაchevron

2024 წლის საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ

20 თებერვალს საბიუჯეტო დაფინანსებით მიღებული ფული ჩვენ მხარდამჭერებს გავუნაწილეთ. ეს პირველი ჩარიცხვაა 2024 არჩევნების შემდეგ. სულ დაახლოებით 213 ათასი ლარი განაწილდა, აქედან 74% მხარდამჭერებმა უკან დაგვიბრუნა და ჯედები დაერიცხათ. გამოდის, ამ გზით, საშუალოდ თვეში (დარიცხვა კვარტალში ერთხელ ხდება), პარტიამ შემოწირულობის სახით 53 000 ლარი მიიღო. დიდი მადლობა ყველა შემომწირველს.

ასევე, 13%-მა თანხა გაიტანა დივიდენდის სახით, ხოლო კიდევ 13%-მა არ დააფიქსირა პოზიცია. მათ ექნებათ 1 წელი, ანუ 2026 წლის 20 თებერვლამდე, რომ რაიმე გზით შეგვატყობინონ გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარტია მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების შემოწირულობით არსებობს. გარდა საბიუჯეტო დაფინანსების პარტიისთვის შემოწირულობისა, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დააფინანსოთ პარტია ჩვენი პორტალის მეშვეობით. ასე, თებერვალში 25 ათასი ლარის შემოწირულობა მივიღეთ, აქედან 17 ათასი ლარი - რეგულარული დაფინანსება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ცოტაა პარტიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, დაფინანსება ყოველთვიურად ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იზრდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე ამა თუ იმ ფორმით გვაფინანსებს, ხოლო ვინც არ გვაფინანსებს, ძალიან გაგვიხარდება, თუ girchi.com-ზე შეხვალთ და რეგულარულ დაფინანსებას დააყენებთ - იმდენს, რამდენადაც ჩვენ საქმიანობას აფასებთ.