logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სისტემურად უნდა დამთავრდეს - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში, იაგო ხვიჩიამ წინასაარჩევნო პროცესები შეაჯამა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პროცესებმა საკმაოდ მშვიდ რეჟიმში ჩაიარა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არის ის, რომ ადამიანები არჩევნებს ელოდებიან. რაც შეეხება პირადად ხვიჩიას წინასაარჩევნო კამპანიას, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს პერიოდი მისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. "ამ ქალაქში ძალიან ბევრი მეგობარი და თანამოაზრე შევიძინე და ხშირად ვაპირებ აქ დაბრუნებას"- განაცხადა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

რაც შეეხება განწყობებს, კერძოდ ბათუმში ხვიჩიას თქმით, მოსახლეობა აშკარად ოპოზიციისკენ არის გადახრილი, რადგან ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებმა მოსახლეობაში სრული იმედგაცრუება გამოიწვია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში აჭარის განვითარების კუთხით არანაირი პროექტი არ განხორციელებულა, კორუფციის დონე გაიზარდა და ბიზნესის განვითარება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა არ მოხმდარა.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მიზეზთა გამო მოსახლეობისთვის ნათელია, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, რასაც ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევაც ადასტურებს. და ამას ადასტურებს ყველა კვლევა. გააზრებული აქვთ, რომ რაიმე უნდა შეიცვალოს.

საზოგადოების დიდი ნაწილს უკვე გააზრებული აქვს, რომ პრობლემა 1-2 ადამიანი კი არაა, არამედ სისტემაა, რომელიც საბჭოთა კავშირმა თავზე მოგვახვია. ამიტომ ადამიანებს აღარ სურთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა ერთი ადამიანის ჭკუაზე დადის, ამიტომ ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სისტემურად უნდა დამთავრდეს. - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პოლიტიკოსმა თქვა, რომ პირადად მისთვის გამარჯვება იქნება, თუ ლალი ანთიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში მოხვდება. მისივე თქმით, აჭარაში "გირჩი" აჭარაში პარტიულ 5%-ს და ყველა წარმომადგენლობით ორგანოში მინიმუმ ერთ ადამიანს მაინც იმსახურებს.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვას რა მიზანი ექნება მას პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში განხორციელდეს ის ცვლილებები, რასაც ის ფუნდამენტურად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ვინაიდან "გირჩი" უმრავლესობით პარლამენტში ვერ შევა, ცვლილებების განსახორციელებლად სხვა პარტიების მხარდაჭერაა საჭირო. "მე პარლამენტში თანამოაზრეების შესაკრებად შევდივარ. ეს პარლამენტი ჩემთვის გამოცდილების მომტანი იქნება ადამიანებთან ურთიერთობის და რიგ საკითხებზე შეთანხმების".

ავტორი: პოლინა აბზიანიძე