logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

განათლება და ეკონომიკა - ოპოზიციის შეთანხმების ბოლო ეტაპი

ოპოზიციის შეთანხმების ბოლო ეტაპი- საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. პარტიებმა განათლებისა და ეკონომიკის ნაწილის შესახებ შეთანხმებას ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს.

შეთანხმება მოიცავს:

რესტიტუცია

1. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, უნდა დარეგისტრირდეს მფლობელის საკუთრებად.

2. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია უნდა დარეგისტრირდეს სოფლის/თემის საკუთრებად.

3. სახელმწიფო ქონება და წიაღისეული, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ნაწილდება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად.

მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება

1. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს. 2. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში უნდა იქნას შემუშავებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები.

განათლება

1. კერძო განათლების სფეროს სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლება.

2. საჯარო სკოლების ფინანსური და მმართველობითი ავტონომია.

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ამ დოკუმენტს:

მე ძალიან კმაყოფილი ვარ [განათლების რეფორმის] ჩანაწერით. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავიაზრებთ ამ დოკუმენტებში რა წერია, მივხვდებით, რომ აქ ყველაფერი სრულყოფილად არის მოცემული.

ერთი პრობლემა საჯარო სექტორია, რომელიც ერთ დღეში ვერ გაქრება, რაღაც გზა არის გასავლელი და ეს გზა არის საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია. რა ფორმით მოხდება ეს შესაძლოა სამომავლოდ დისკუსიის საგანი იყოს. ხოლო ჩანაწერი, რომელიც ეხება კერძო საგანმანათლებლო სისტემის სახელმწიფო რეგულაციებისგან სრულად გათავისუფლებას არის ძალიან მკაფიო და ვიღაცამ ძალიან უნდა მოიდნომოს, რომ დაამტკიცოს რა ნაწილში არ არის ის სრულყოფილი. სად არის ის წერტილი, სადაც რეგულაციები აუცილებელია? ჯერჯერობით ეს არ ჩანს და შესაბამისად ამ კანონპროექტის მომზადებას მხოლოდ ერთი საათი დასჭირდება.

დღეს, სინამდვილეში რაც აქ ხდება ადამიანებმა არ იციან და ამ ამბავს უყურებენ, როგორც რიგით ივენთს კანცელარიის წინ. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ნამდვილი შინაარსი იმისა, თუ რა მოხდა აქ. -მიიჩნევს ვახო მეგრელიშვილი.

ბევრი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა იყო, ამიტომ რაღაც თვალსაზრისით კონსესუსური ვერსიაა, მარგამ საბოლოო ჯამში პრინციპების თვალსაზრისით ძალიან კარგი დოკუმენტია და თუ ვინმეს პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მოუნდება უარის თქმა, ეს დოკუმენტი იქნება დასტური, რომ ეს პუნქტები უნდა შესრულდეს.

ამ შეთანხმებების პუნქტების აღსრულება ხელს შეუწყობს ამ ქვეყანაში საბჭოთა საქართველოს დასრულებას. - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეს ოპოზიციის შეთანხმების მესამე ეტაპია. პირველი მემორანდუმი 13 მარტს გაფორმდა და ის სასამართლო სისტემის რეფორმას ეხებოდა. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მეორე ეტაპი სამართლის ნაწილს კერძოდ, კი "შსს"-ს, პროკურატურას და "სუს"-ს ეხებოდა. ვრცლად რაზე შეთანხმდა ოპოზიცია შეიგიძლიათ იხილოთ ამ მბულზე.

ასევე სამივე ფორმატი ღიაა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, სურვილისამებრ შეუძლიათ შემოუერთდნენ ამ შეთანხმებებს.

ავტორი: პოლინა აბზიანიძე