logo
user
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron

ნოდარ სირბილაძის ბლოგი: რატომ დაგვემართა ეს

12.06.2024

ბლოგის ქავერად რა ფოტოც დაგხვდათ დაახლოებით ასეთი გაკვირვებაა ხალხის მხრიდან დღეს. გაკვირვება იმაზე, თუ როგორ შევძელით ამ გარემოებებამდე მოვსულიყავით. როგორ მოვახერხეთ რომ ქვეყნაში ავტორიტარიზმი აგვეღორძინებინა. დღეს უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ძალადობა ყოველდღიურობად იქცა, მოძალადის დასჯის მოლოდინი კი გამქრალია. და მაინც, რატომ დაგვემართა ეს?

მთავარი პრობლემა ჩვენშია. სამწუხაროდ ცხოვრებისეული მკაცრი გაკვეთილები ვერ ვისწავლეთ და იგივე წრეზე ვტრიალებთ. კი, პრობლემა საზოგადოებაშია. სამწუხაროდ მთელი დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენ ვეძებთ მხსნელს, რომელმაც ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შეგვიცვალოს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ადამიანს, ვისაც პასუხისმგებლობას გადავაბარებთ, რომ მან გადაგვიწყვიტოს რა არის ჩვენთვის კარგი და რა - ცუდი. სწორედ ამ მოტივაციით ჩვენ ვთმობთ ყოველდღიურად ჩვენ თავისუფლებას ბიუროკრატიის ზრდის სანაცვლოდ. როცა ხალხი ძალაუფლებას კარგავს შემდეგ ისმის ტრადიციული ფრაზა: „ოღონდ ესენი მოშორდნენ და მერე იქნება რამე“ - ეს ლოზუნგია რაც ისტორიის მანძილზე ჩვენ თან გვსდევს. დაწყებული სააკაშვილის მოსვლიდან, დამთავრებული ქართული ოცნებით. დღესაც იგივეს აზრის ხმა ისმის, ახლაც წრეზე დავდივართ.

სინამდვილეში მთავარი პრობლემა არა კონკრეტული ადამიანები, არამედ მთლიანად სისტემაა. სისტემა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ნებისმიერ პარტიას აძლევს იმხელა ძალაუფლებას, რომ მან თავად გადაგვიწყვიტოს სად წავიდეთ და როგორ. პირველ რიგში, სწორედ ეს სისტემაა დასანგრევი. უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი ქვეყნის შექმნა არა კონკრეტული ადამიანების დასჯით, არამედ სისტემის დანგრევით იწყება. ისეთი სისტემის შექმნაა საჭირო, სადაც ერთეული ადამიანის ხელში კი არ იქნება ძალაუფლება კონცენტრირებული, არამედ საზოგადოების ხელთ იქნება, ხოლო თავად ხელისუფალი ხალხის მსახური იქნება, და არა მათი მწყემსი. ამისთვის დაწყებული სასამართლო სისტემით, გაგრძელებული სხვადასხვა რეგულაციების მოხსნითა და დამთავრებული პრივატიზაციით საქმეა გასაკეთებელი.

შესაბამისად, ეს ყველაფერი დეკადაში ერთხელ გვემართება იმიტომ, რომ ჩვენ ცხოვრებას ვანდობთ სისტემას. უნდა ვისწავლოთ, რომ სინამდვილეში ესეთი სისტემა არ გვჭირდება. უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ უკეთ განვაგებთ ჩვენ ცხოვრებას, ვიდრე სისტემა, ჩვენ უკეთ ვხვდებით რა არის ჩვენთვის კარგი და რა ცუდი. როცა ამას გავიაზრებთ და ახალი სისტემის მშენებლობას დავიწყებთ იცით რა მოხდება? მთავრობა დაპატარავდება, თან ისეთ დონეზე დაპატარავდება, რომ შიშით ვერ გაბედავს რაიმე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გააკეთოს. ახლა მართლა იდეალური დროა, წინა წლებისგან განსხვავებით როგორც იქნა საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდა თუ სად ვართ და სად მივდივართ. სწორედ ახლაა დრო საჯაროდ დაიწყოს დისკუსია თუ როგორ შევცვალოთ სისტემა და როგორ აღარ უნდა დაგვემართოს ეს.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე