logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

რა უნდა ვიცოდეთ "გირჩის" საარჩევნო კამპანიის შესახებ?

"გირჩის" საარჩევნო კამპანია ქვეყნის პოლიტიკური სპექტრისგან სრულიად განსხვავებულია, რადგან პარტიული სიის ფორმირებას თავად მხარდამჭერები Ged-ების ("გირჩის" კრიპტოვალუტა) საშუალებით მოახდენენ, რაც საქართველოში პირველი პრეცენდენტია.

"გირჩის" პორტალი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, პარტიის მხარდამჭერების მიერ ფორმირებულ პირველ სიაში მოხვდეს. მიუხედავად იმისა, იზიარებთ თუ არა პარტიის ხედვებს. მთავარია გქონდეთ სურვილი და თქვენი ხედვა, რისი გაკეთებაა მნიშვნელოვანი, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. "გირჩის" კარები ყოველთვის ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც რიგ საკითხებზე საუბარი სურს.

აღსანიშნავია, რომ პარტიის თითოეული პოლიტიკოსი საკუთარ თავს წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი პარტისგან მართულები არ არიან. უნიკალური მოვლენაა ასევე, რომ "გირჩის" პოლიტიკოსების უმეტესობა მხარდამჭერების მთლიან, ან ნაწილობრივ დაფინანსებაზეა. მონაწილეობა მიიღეთ პროცესში, რომელიც საქართველოში პირველი პრეცენდენტია და დარეგისტრირდით "გირჩის" პორტალზე.

დასარეგისტრირებლად დააჭირეთ ამ ბმულს.

ყველასთვის ცნობილია, რომ "გირჩის" მიზანი ძალაუფლების მოპოვება არ არის, პარტიის წევრებისთვის მნიშვნელოვანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მოხდეს:

- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება

- ერთი გადასახადის დატოვება და მთავრობის ზომის შემცირება 15%-მდე

- სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად

- სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობის დაშვება

- რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა

ამ ხედვების განსახორციელებლად "გირჩს" მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მთლიან პოლიტიკურ სპექტრთნ დიალოგის ააწყოს, რისთვისაც მზად არის ოპოზიციურ პარტიებს ყურადღებით მოუსმინოს

შეგახენებთ, რომ 30 ივლისს ზუსტად 16:20 "გირჩი" პარტიულ სიას წარადგენს. ეს თარიღი შემთხვევით არ არჩეულა, რადგან სწორედ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა.