logo
user
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron

უდანაშაულო პატიმარი - სერგო (დავით) კვარაცხელია

დავით კვარაცხელია ციხეში ზის 2016 წლიდან, 33 გრამი კანაფის ფისის ფლობისთვის. დათო უკვე 5 წელია ზის ციხეში და ჯამში 10 წელი აქვს მისჯილი.

დავით კვარაცხელია 44 წლის - დააკავეს 2016 წლის 13 ნოემბერს.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილ იქნა განაჩენი და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. (260 - 8 და 262 - 10 წელი).

დავით კვარაცხელია არის პროგრამისტი, მუშაობდა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, სამედიცინო უნივერსიტეტში, აგრალურ უნივერსიტეტში, დელტა სისტემსში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ა.შ. მუშაობდა სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შექმნაზე.

დავით არ არის დაოჯახებული, სახლში ჰყავს მოხუცი დედა, 87 წლის. მას არასდროს ჰქონია პრობლემა სისტემასთან, არ იყო ნასამართლევი და ადმინისტრაციულ სახდელდადებული. პატიმრობის პერიოდში, ციხის ადმინისტრაციაც ახასიათებს დადებითად რადგან 5 წლის განმავლობაში 1 შენიშვნაც კი არ მიუღია.