logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

ამნისტია

რატომ ეს პროექტი?

ჩვენ ვიცით, რომ ციხეებში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, ხოლო დამნაშავეები გვყავს ზედმეტად მკაცრი, სასტიკი სასჯელით. არავინ არაფერს დაგვიჯერებს, თუ უდანაშაულო ადამიანებზე არ ვიზრუნეთ.

დღეს, საქართველო ევროპაში მეოთხე ადგილზეა პატიმრების რაოდენობით, ხოლო ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი ბევრად უფრო რეპრესიულია, ვიდრე საბჭოთა კანონმდებლობა.

მიხეილ სააკაშვილის დროს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, ქართული ოცნების პირობებში შენარჩუნდა და გაფართოვდა.

საბჭოთა სასამართლო, როგორც მმართველი ძალის მიერ რიგითი ადამიანების კონტროლის და დასჯის სისტემა, დღემდე პოლიტიკურად მართვად ინსტრუმენტად რჩება, და სანამ ამ სახით იარსებებს, ვერასდროს გახდება სანდო ინსტიტუცია.

ამ პირობებში გამოტანილი ნებისმიერი განაჩენი მოიცავს რისკს, რომ პატიმრობა არასამართლიანად და მორალის დარღვევით იქნება მისჯილი.

პროექტის მიზანი

უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლება პატიმრობიდან და პატიმრობის ვადების ზოგადი შემცირება

რა უნდა გაკეთდეს

სრული ამნისტია ყველა არაძალადობრივი, მათ შორის, ეკონომიკური დანაშაულისთვის და იმ დანაშაულისთვის, რომელსაც არ ყავს დაზარალებული.

პატიმრობის ვადის ¼-ით შემცირება ყველა დანარჩენი სასჯელის შემთხვევაში.

უვადო პატიმრობის მაქსიმალური ვადით პატიმრობით ჩანაცვლება.

შედეგი

პატიმართა რაოდენობის 2-ჯერ შემცირება

1808.07

დაფინანსება

73

დამფინანსებელი

დააფინანსე

დავით ფანჯაკიძე

ბოლო დონორი

11 დღის წინ

ავტორი

იაგო ხვიჩია

პოლიტიკოსი