ბიუროკრატიის გაცილება
რატომ ეს პროექტი?
გვინდა საჯარო მოხელეები ვაქციოთ ცვლილებების მხარდამჭერ მოკავშირეებად.
პროექტის მიზანი
200-250 ათასი საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანის უმტკივნეულოდ ჩართვა საბაზრო ეკონომიკაში.
რა უნდა გაკეთდეს
საბიუჯეტო სამსახურიდან დათხოვნილ ადამიანებს უნდა შეუნარჩუნდეს მიმდინარე შემოსავალი სამი წლის განმავლობაში.
პარალელურად გაუქმდეს:
• საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
• საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დარჩეს:
• საქართველოს საგარეო საქმეთა
• საქართველოს თავდაცვის
• საქართველოს იუსტიციის
• საქართველოს შინაგან საქმეთა
• საქართველოს ფინანსთა სამინისტროები
შედეგი
• საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაფართოება
• მთავრობის შემცირება
• გადასახადების შემცირების პერსპექტივა