logo
user
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron

საბოს თარგმანები

დღეს რომ ჭაობში ვცხოვრობთ, მეტწილად, იმის დამსახურებაა, რომ ბაღიდან უნივერსიტეტის ჩათვლით, თითქმის ვერ ნახავთ ადგილს, სადაც უფრო გამოცდილი ადამიანები ნაკლებად გამოცდილებს, ბავშვებს, მოზარდებს უხსნიდნენ, მართლა რა რეალობაში ვცხოვრობთ; რატომ გვაქვს ისეთი საზოგადოება, როგორიც გვაქვს; რა ალტერნატივები არსებობს; რამ როგორ იმუშავა წარსულში; რა არის სწორი და არასწორი; რა მოსულა და რა — არა.

ერთი მხრივ, ეს წესრიგი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, აწყობს იმ ხალხს, ვინც ჩვენი დღევანდელი საზოგადოებრივი მოწყობის გამო ძალაუფლების ცენტრებთან არიან მოქცეულები და ამით ხეირობენ — მატერიალურად თუ ფსიქოლოგიურად.

ეს ხალხი, იქნებიან ისინი ბიუროკრატები თუ დროებით ძალაუფლებას მომჯდარი პოლიტიკოსები, ყველანაირად ეწინააღმდეგებიან სტატუს-კვოს ცვლილებას. ამ წესრიგში ისინი მნიშვნელოვანი ხალხია, მათზე უამრავი რამაა დამოკიდებული. ახალ წესრიგში, ცვლილებების შემდეგ კი შეიძლება მნიშვნელობა დაკარგონ, შემოსავალი დაკარგონ, გავლენა დაკარგონ და ამ გავლენით მიღებული “ჭიის გახარება” ვეღარ შეძლონ.

შედეგი ისაა, რომ განათლების სისტემა მკაცრად კონტროლდება, რათა ამ სისტემამ კრიტიკოსი მოაზროვნის ნაცვლად მორჩილი ცხვარი გამოზარდოს.

მეც ეს სისტემა გამოვიარე. პოლიტიკა მართლა მაინტერესებდა, მაგრამ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ლექციების უმეტესობა უინტერესო იყო და სწავლის ხალისი დავკარგე.

თუმცა, ისე დალაგდა, რომ უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკაში ვარ ჩართული და თითქმის ყველა მოვლენაზე მწყობრი, გამართული და მორალური პოზიცია მაქვს.

ეს კი ინტერნეტში და წიგნებთან გატარებული ათასობით საათის დამსახურებაა. ის იდეები და მასალები, რაც უნივერსიტეტში უნდა გამევლო და რაც მართლა საინეტერესო იქნებოდა, ჩემით და ჩემი მეგობრების დახმარებით, “არაფორმალური განათლების” გზით მივიღე და საბოლოოდ, ჩემს თავში ერთ გამართულ იდეად შეიკრა.

მე მქონდა იმის დრო და ფუფუნება, რომ ამდენი ენერგია მიმემართა თვითგანვითარებისკენ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ცოტას გაუმართლებს. უამრავ თქვენგანს ოჯახი ყავს სარჩენი, სხვა პრობლემები აქვს, არ სცალია და არ აქვს იმის დრო, რომ ინფორმაციის დომხალში სწორი კონტენტი ეძებოს. ჩემთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩემსავით მოაზროვნე და მსგავსი მორალის მქონე ადამიანების გამრავლება. გირჩის წარმატება იმაზე დგას, რამდენი ადამიანი დაინახავს ჩვენი იდეების სისწორეს.

ჰოდა, იმისთვის, რომ საქმე გაგიადვილოთ და ჩემ ჭკუაზე გადმოგიყვანოთ, ჩემ მიერ განვლილი გზის შემოკლებულ, დაწურულ ვერსიას გთავაზობთ ჩემი პროექტის — “საბოს თარგმანების” სახით. ათასობით ნანახი ვიდეოდან ვარჩევ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და სახალისო მგონია, შემდეგ კი მეგობრების დახმარებით ვთარგმნი, ვამონტაჟებ, ვახმოვანებ და სისტემატურად ვდებ გირჩის ფეიჯსა და “საბოს თარგმანების” ფეიჯზე. თქვენ უბრალოდ დღეში რამდენიმე წუთი უნდა გამონახოთ და გაიაზროთ ახალი (ხან ძველი) შეხედულებები ეკონომიკაზე, საზოგადოებაზე, მორალზე, განათლებაზე, რელიგიაზე, ნარკოპოლიტიკაზე, თავისუფლებაზე, ფილოსოფიასა და სხვა თემებზე.

თქვენ რა შეგიძლიათ?

- უყუროთ ვიდეოებს და თქვენი აზრი დააფქსიროთ ხოლმე კომენტარებში;

- გააზიაროთ ჩემი თარგმანები, რათა მეტ ადამიანს მივწვდეთ;

- დამიფინანსოთ ეს პროექტი, რათა მეტი მოტივაცია და ხალისი მქონდეს, უფრო ხარისხიანად ვაკეთო საქმე;

- თუ საკმარისი დაფინანსება იქნება, ნათარგმნი კონტენტიდან გადავალ სიუჟეტების ჩემით კეთებაზე და ჩვენთვის საინტერესო თემებს ქართულ კონტექსტში განვიხილავ ხოლმე.

გახდით “თარგმანების” პროექტის პარტნიორები სისტემატური დაფინანსების ჩართვით და დაეხმარეთ თქვენნაირ ადამიანებს, მეტი საინტერესო რამ გაიგონ სამყაროსა და საზოგადოების მოწყობაზე.

12108

დაფინანსება

60

დამფინანსებელი

დააფინანსე

თემო სურგულაძე

ბოლო დონორი

30 დღის წინ

ავტორი

ჰერმან საბო

პოლიტიკოსი