logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

სავალდებულო ჯარის გაუქმება

რატომ ეს პროექტი?

ადამიანის იძულება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იარაღით დაიცვას სხვა ადამიანები, მონობის ფორმაა. ამ მოვლენას დღესაც შეგვიძლია რუსეთის მაგალითზე ვადევნოთ თვალი.

მთავრობა ქართველ ახალგაზრდებს ჯარისკაცად მომზადების ნაცვლად, იაფფასიან მომსახურე პერსონალად იყენებს.

მონობა ვერასდროს იქნება კარგი, როგორი იდეოლოგიითაც არ უნდა შეინიღბოს ის. 1991 წელს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ თავისუფლების დაცვა დღემდე მონური სისტემის ხარჯზე გვსურს.

ჯარში უნდა მიდიოდეს მხოლოდ ის, ვისაც ამის სურვილი აქვს, ხოლო მთავრობამ ჯარისკაცის ხელფასის ზრდაზე უნდა იზრუნოს, რადგან თუ ქვეყანა გიყვარს, იმ ადამიანის შრომას უნდა აფასებდე, ვინც ამ ქვეყნის დასაცავად მზად არის სიცოცხლე დათმოს.

ამავე დროს აღსანიშნავია, რომ გირჩის პროექტის - ბიბლიური თავისუფლების, მეშვეობით სამხედრო სამსახური, პრაქტიკულად, გაუქმებულია.

პროექტის მიზანი

სავალდებულო გაწვევის, როგორც ისტორიული ანაქრონიზმის, დე-იურე გაუქმება.

რა უნდა გაკეთდეს

გაუქმდეს სავალდებულო გაწვევა, ჯარი დაკომპლექტდეს მხოლოდ ნებაყოფლობით, სახელშეკრულებო პრინციპზე.

შედეგი

პროფესიული ჯარი, რომელიც იმ ადამიანებით არის დაკომპლექტებული, ვისაც სურს და შეუძლია ქვეყნის დაცვა, აქვს დრო და შესაძლებლობა, აითვისოს და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე იარაღი.

29657

დაფინანსება

166

დამფინანსებელი

დააფინანსე

შორენა ტურაშვილი

ბოლო დონორი

3 დღის წინ

ავტორი