თავისუფალი ბაზარი
„თავისუფალი ბაზარი“ არის ჩემს სტუმრებთან საუბრები პოლიტიკურ თემებზე, სწორის და არასწორის, ადამიანის, საზოგადოებისა და სამყაროს შესახებ.
ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ამ საკითხებთან ხშირად მქონდა შეხება, იდეოლოგიებს ვასწავლიდი კიდეც თავისუფალ უნივერსიტეტში. ახლა ვგრძნობ საჭიროებას, დავინახო მეც და სხვებმაც კავშირი ჩვენს რეალობასა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს შორის, რაც გვაერთიანებს და საზოგადოებად გვაყალიბებს ადამიანებს.
ამ გადაცემის გაკეთება საჭიროდ მიმაჩნია მეინსტრიმულ მედიაში პოლიტიკაზე სრულიად განსხვავებული წარმოდგენების გამოც.
სტუმარს თემისადმი ინტერესის და კომპეტენციის მიხედვით ვარჩევ. სასურველია, სტუმარის ბიოგრაფია, ცხოვრების გზა, ნაშრომი ადასტურებდეს თემის მიმართ გულწრფელ ინტერესს, რაც ბუნებრივად გამოიხატება კომპეტენციაში.
ჩემი, როგორც ავტორის და წამყვანის ცნობისმოყვარეობა გამოწვეულია ამ თემებისადმი გულწრფელი ინტერესით და სხვადასხვა დონის კომპეტენციით, რაც შესაძლებლობას მაძლევს ყურადღებით მოვუსმინო ადამიანებს, რომლებსაც ჩემზე მეტი ცოდნა აქვთ კონკრეტულ საკითხებზე.
მე მაინტერესებს
1. წარმოდგენა ადამიანზე
1.1. წარმოშობა, ვინ ვართ?
1.2. ადამიანის ევოლუცია, ცივილიზაციების ევოლუცია, თანამედროვე ცივილიზაცია და გადარჩენის რისკები;
1.3. ევოლუციის დღევანდელი საფეხურის კონტექსტში, რა არის ადამიანის ცხოვრების არსი? რა არის კარგი და ცუდი?
1.4. ცხოვრების აზრი და ცხოვრების მიზანი, რაში ჭირდება ადამიანს ღირებულებები?
1.5. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ცხოვრება, აზრიანი რომ დავუძახოთ?
1.6. არსებობს თუ არა აბსოლუტური მორალი? რას ნიშნავს ამ კონტექსტში ტოლერანტობა?
1.7. რატომ გვევალება მორალურად საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ზრუნვა?
1.8. როგორ ვარჩევთ მეგობრებს და პარტნიორებს?
1.9. რა არის თავისუფალი ნება? რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის თავისუფალი ნების იდეას?
1.10. როგორი განსხვავებაა ადამიანების შესაძლებლობებს შორის? რა არის ეკონომიკური უთანასწორობის მიზეზი: ადამიანებს შორის ბუნებრივი განსხვავებები თუ საზოგადოების ბუნებრივი მოწყობით გამოწვეული „დისკრიმინაცია“?
1.11. ვინ არის ქართველი? რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქე?
2. წარმოდგენა საზოგადოებაზე
2.1. ქვეყანა/საზოგადოება - რა არის ქვეყანა თანამედროვე გაგებით?
2.2. როგორ არის მოწყობილი საზოგადოება?
2.2.1. პოლიტიკური იდეები და მორალი;
2.2.2. საზოგადოებრივი ინსტიტუტები;
2.3. არამატერიალურის (ღმერთის) როლი ადამიანის ცხოვრებაში და საზოგადოების მოწყობაში;
2.4. როგორ უნდა თანაცხოვრობდნენ რელიგიური და სამეცნიერო ორგანიზაციები სეკულარულ სახელმწიფოში?
2.5. რა არის „ქართველობა“?
3. ეკლესია
3.1. რწმენის მნიშვნელობა ადამიანისათვის;
3.2. ქრისტიანული ღირებულებების სისტემა და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დეკლარირებული ღირებულებები;
3.3. განსხვავება და მსგავსება რელიგიასა და მეცნიერებას შორის, მათი თანაარსებობის შესაძლებლობები;
3.4. რა არის ტოლერანტობა?
3.5. ეკლესიის ადგილი საზოგადოებაში
3.6. რას გვეუბნება დღევანდელი ეკლესია? როგორია იდეალური ცხოვრება? ვის უნდა მივბაძოთ და რას ნიშნავს ეს?
3.7. ოჯახის მნიშვნელობა ეკლესიისათვის. რატომ არ აპროტესტებს ეკლესია სახელმწიფოს შეჭრას ოჯახის საქმეებში? (ბავშვთა უფლებების კოდექსი)
4. ეკონომიკა
4.1. რა არის ეკონომიკური თავისუფლება, რა არის კაპიტალიზმის ალტერნატივა?
4.2. სად არის საქართველო სოციალიზმიდან კაპიტალიზმამდე შკალაზე?
4.3. რა არის სიმდიდრე? რა შემთხვევაში ვუწოდებთ ადამიანს მდიდარს და რას შეიძლება გვეუბნებოდეს ეს მასზე?
4.4. როგორ მდიდრდება ადამიანი და როგორ „მდიდრდება“ საზოგადოება?
4.5. რა არის ეკონომიკური უთანასწორობის მიზეზი?
4.6. როგორია გამდიდრების ფორმულა?
5. უსაფრთხოება
5.1. კონფლიქტები;
5.2. რა არის უსაფრთხოება და როგორ მიიღწევა ის ადამიანების მიერ?
5.3. უსაფრთხოების დონეები; ინდივიდუალური უსაფრთხოება / საზოგადოების უსაფრთხოება / გლობალური (კაცობრიობის) უსაფრთხოება;
5.3.1. საქართველოში ინდივიდუალური (იარაღით და სხვა საშუალებებით თავდაცვა) უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასება;
5.3.2. საქართველოში ადგილობრივი (პოლიციის და სხვა უსაფრთხოების საშუალებებით ლოკალური თავდაცვა) უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასება;
5.3.3. ქვეყნის (ცენტრალიზებული ჯარი, ტექნოლოგიური ცოდნა, პარტნიორები და მტრები) უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასება;
5.3.3.1. თითოეულ დონეზე, ვის იმედად ვგრძნობთ თავს დაცულად?
5.4. თავდაცვის პოლიტიკა:
5.4.1. პრაქტიკულად, რას ნიშნავს თავდაცვის უფლება საქართველოში?
5.4.2. რატომ არ არის ლეგალური იარაღის ტარება?
5.4.3. რას შეცვლიდა შეიარაღებული სამოქალაქო საზოგადოება ადამიანურ ურთიერთობაში, ბიზნესში, ტურიზმში და ა. შ.?
5.4.4. როდის ღირს და როდის არ ღირს ომი?
6. სამართალი
6.1. რა არის სამართალი? არის თუ არა კავშირი მორალს და სამართალს შორის?
6.2. როგორ ჩნდება ნდობა ადამიანებს შორის?
6.3. როგორ ვიპოვოთ და ავარჩიოთ სანდო ადამიანები?
6.4. როგორ შეიძლება აშენდეს ნდობაზე დამყარებული სასამართლო სისტემა და როდის იქნება საჭირო სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენება?
6.5. გვჭირდება თუ არა ციხე? როგორი უნდა იყოს იდეალური ციხე?
7. მომავალი თაობა
7.1. წარმოდგენა მომავალზე
7.2. როგორი სამყაროსთვის „ვამზადებთ“ ბავშვებს?
7.3. რა არის განათლება? როგორი უნდა იყოს განათლება? ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვზე, მშობელი თუ სახელმწიფო?
7.4. ბავშვების აღზრდის მენეჯმენტი: ოჯახში, თემში, ქვეყანაში.
8. თანამედროვე ბიუროკრატიული სახელმწიფო
8.1. სუსტი წერტილი თავდაცვაში;
8.2. იდეა - თანამედროვე სახელმწიფოს ფუნქცია, მოწყობა, ინსტიტუტები;
8.3. როგორია იდეალური მთავრობა?
8.4. სიტყვის აბსოლუტური თავისუფლება VS საზღვრები;
9. დასავლეთი VS რუსეთი
9.1. იდეოლოგიური, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური, ღირებულებითი განსხვავება რუსეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის;
9.2. რა მსგავსება და რა სხვაობაა საბჭოთა კავშირს და ევროპის კავშირს შორის?
9.3. დასავლეთის პრობლემების გამოყენება რუსეთის მიერ, რა ამბავს უყვებიან რუსებს?
9.4. საქართველოს ადგილი, პოზიცია და გასაკეთებელი საქმე უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
10. თანამედროვე ტექნოლოგია და მომავალი
10.1. ხელოვნური ინტელექტი;
10.2. მომავალი სამუშაოები, შემოსავალი;
10.3. როგორი მომავალი წარმოგვიდგენია საშიშროებად კაცობრიობისთვის?
არსებობს სხვა, ჩემთვის საინტერესო თემები, რომლებზეც კომპეტენტური სტუმრის მოძებნის შემთხვევაში, ასევე, სიამოვნებით ვისაუბრებდი.
11. მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ცნობიერება?
12. ხელოვნურად ცნობიერების ცვლილების შესაძლებლობები - კანაფი, DMT, LSD, სოკო, ალკოჰოლი, ჰეროინი და ოპიატები, MDMA, ექსტაზი, კოკაინი, ამფეტამინი;
13. ნარკოპოლიტიკა - მორალური საფუძვლები. რატომ მიაჩნიათ ცნობიერების ცვლილება ზოგადად დანაშაულად? რატომ არის მისაღები ცნობიერების ცვლილება ალკოჰოლის ზემოქმედებით და მიუღებელი ექსტაზის ზემოქმედებით?
14. რატომ არის ადამიანებს შორის უთანასწორობა გარდუვალი?
14.1. საზოგადოება, როგორც დოვლათის გადანაწილების, წევრებზე ზრუნვის მექანიზმი;
14.2. როგორ ეხმარებიან ადამიანები ერთმანეთს? ვისი მეშვეობით ჯობია დავეხმაროთ ერთმანეთს:
− უშუალოდ ერთმანეთს საშუამავლო ორგანიზაციების გამოყენების გარეშე;
− სახელმწიფოს გამოყენებით;
− ეკლესიის გამოყენებით;
− სხვა საშუამავლო ორგანიზაციების გამოყენებით.
14.3. ვის უნდა ვანდობდეთ საკუთარ სიცოცხლეს? ექიმს თუ სახელმწიფოს?
14.3.1. ქართული მედიცინის იდეა და მოწყობა საქართველოში - საყოველთაო ჯანდაცვა;
14.3.2. ვისია ჯანმრთელობის მიხედვის პასუხისმგებლობა?
14.3.3. როგორ ფუნქციონირებს სამართალი მედიცინაში?
თუ თქვენთვისაც საინტერესოა ამ თემებზე სხვადასხვა შეხედულებისა და აზრების მოსმენა და გადაწყვეტთ დამეხმაროთ, სულ მცირე, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის, დაალაიქოთ, დააშეაროთ და შეძლებისდაგვარად გაავრცელოთ სოციალურ ქსელებში.
თუ ამ პროექტს დააფინანსებთ, უკეთ დავგეგმავ, რამდენი დრო და რესურსი უნდა დავუთმო მას; მეტი რესურსი სტუმრების უკეთესად შერჩევის შესაძლებლობას და უკეთესი ხარისხით წარმოების შესაძლებლობას მომცემს.