რა მოხდა 2020 წლის 4 დეკემბერს?
2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ავიღეთ 36 034 ხმა (2,26%).
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ავიღეთ 55 598 ხმა, 2,89% ქვეყანაში. 6.6%-ით მესამე ადგილი თბილისში.
არჩევნებიდან ერთ თვეში, 2020 წლის 4 დეკემბერს, პარტიის დამფუძნებელმა, პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარტია დატოვა და იმავე დასახელების სხვა პარტია შექმნა.
2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე 16 683 ხმა (0.95%) ავიღეთ, მხოლოდ ერთი ადამიანი გავიდა საკრებულოში და, წინა წელთან შედარებით, 38 915 (70%) ამომრჩევლის ნდობა დავკარგეთ.
ჯანსაღებმა 25 467 ხმა (1.44%) აიღეს, მათაც ერთი ადამიანი გაიყვანეს საკრებულოში და 30 131 (54%) ხმა დაკარგეს.
ჯამში, ორივე პარტიამ, ერთ წელიწადში ყოველი მეოთხე ამომრჩეველი, 13 448 ხმა (24%) დავკარგეთ.
ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილება არ ახსნა, ლანძღვა-გინების კამპანიით შემოიფარგლა და დღემდე, საჯარო სივრცეში, მოტივის ან მიზეზის ახსნას თავს არიდებს.
ამ ამბავმა ხუთი წლის შრომა, ფაქტობრივად, გაანადგურა.
ჩვენ გვჭირდება,
იმედგაცრუებული და შეცდომაში შეყვანილი ადამიანების ნდობის დაბრუნება.
მომავალში გირჩის საზოგადოებაში „ჯანსაღობის“ მსგავსი მოვლენის პრევენცია.
ამას რომ მივაღწიოთ, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, თუ რა მოხდა ჩვენს თავს.
რადგანაც დანამდვილებით არავინ ვიცით ზურას ქმედებების რეალური მიზეზი, ვაპირებთ, მოვყვეთ საკუთარი ვერსიები მომხდარის შესახებ და მოვუსმინოთ სხვის ვერსიებსაც.
აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას, ღიად ვიმსჯელოთ და დავიცვათ საკუთარი პოზიციები ნებისმიერ ადეკვატურ ადამიანთან.
სანდროს ისტორია გირჩის დაშლაზე.
იაგოს ისტორია გირჩის დაშლაზე.
ჰერმანის ისტორია გირჩის დაშლაზე.
ვახოს ისტორია გირჩის დაშლაზე.