ჩემი პირველი კანონი, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს ეხებოდა, თუმცა პრობლემა, რომლის გამოსწორებაც დავაპირე, არ იყო ამ ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტი. დიდწილად ტექნიკური საკითხი იყო, თუმცა პოტენციურად — საკმაოდ მნიშვნელოვანი.
მიუხედავად იმისა, რომ მულტისავალუტო რეჟიმის მაგალითები არსებობს (თუმცა, არაფერი განსაკუთრებული) და ზოგადად ადამიანობა მთელი თავისი ისტორია მულტისავალუტო სისტემის პირობებში ცხოვრობდა, რეალურად ეს ჩვენ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი შეხედულებები ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე ლოგიკური დასკვნებია. ჩვენ ერთადერთი პროგნოზირებადი ადამიანების ჯგუფი ვართ და ვცდილობთ, შევქმნათ წევრებისათვის სანდო და პრაქტიკულად გამოსადეგი ორგანიზაცია.